შინაარსზე გადასვლა

სიგნე კივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიგნე კივი
ესტ. Signe Kivi
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1957(1957-02-24)[1] (67 წლის)
დაბადების ადგილი ტალინი
მოქალაქეობა  ესტონეთი
განათლება Estonian Academy of Arts
ჯილდოები Order of the White Star, 4th Class, გვირგვინის ორდენის კომანდორი, Commander of the Order of Merit of Portugal და ფინეთის ლომის ორდენის დიდი ჯვარი

სიგნე კივი (ესტ. Signe Kivi, ქალიშვილობაში ბუშმანი, Buschmann, დ. 24 თებერვალი, 1957 [1], ტალინი) — ესტონელი ტექსტილის მხატვარი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.ესტონეთის რეფორმის პარტიის წევრი, ესტონეთის მე-14 მოწვევის რიიგიკოგუს მოქმედი წევრი 2019 წლიდან.[2] წარსულში — ესტონეთის კონგრესის წევრი (1990-1992), კულტურის მინისტრი (1999-2002),[3] მე-9 და მე-10 მოწვევის ესტონეთის რიიგიკოგუს წევრი (2003-2005), პროფესორი (1997-2000 ) და ესტონეთის სამხატვრო აკადემიის რექტორი (2005-2015), ტარტუს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი (2017–2019).[4] ფინეთის ლომის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი (2001), თეთრი ვარსკვლავის მე-4 ხარისხის ორდენის კავალერი (2004), პორტუგალიის ღირსების ორდენის სარდალი (2006), ბელგიის გვირგვინის ორდენის სარდალი (2008).[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1957 წლის 24 თებერვალს ტალინში. დედა — ურვე ბუშმანი, ესტონეთის ფოლკლორის არქივის თანამშრომელი, რომელსაც 2018 წელს მიენიჭა პრეზიდენტის პრემია ფოლკლორის შეგროვებისთვის, რადგან „ყოველთვის ამჩნევდა ხალხური მემკვიდრეობის დახვეწილ ნიუანსებს“.[5]

1975 წელს დაამთავრა ტალინის №46 საშუალო სკოლა პელგულინში. სკოლაში სწავლის პერიოდში გატაცებული იყო ცურვით, მძლეოსნობით, ტანვარჯიშით და ხალხური ცეკვებით. 1984 წელს დაამთავრა ესტონეთის სსრ ხელოვნების ინსტიტუტი ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის მხატვრული დიზაინისა და მოდელირების სპეციალობით, მიიღო მაგისტრის ხარისხი.[2]

1980-1985 წლებში ხალხური რეწვის ასოციაციაში "Kodu" (Rahvatööndusettevõte "Kodu") მუშაობდა მხატვრად, 1985-1991 წლებში — ესტონეთის სსრ ხელოვნების ფონდის ტალინის ქარხანაში "Ars".[2]

1988 წლიდან ასწავლიდა ესტონეთის სსრ ხელოვნების ინსტიტუტში. 1997-2000 წლებში — ესტონეთის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1999 წლიდან — ტექსტილის კათედრის გამგე, 2002 წლიდან — მოწვეული პროფესორი, ხოლო 2005-2015 წლებში — ესტონეთის სამხატვრო აკადემიის რექტორი.[2]

სიგნე კივი 1987 წლიდან გახდა ესტონეთის მხატვართა კავშირის წევრი. 1995 წლიდან 1998 წლამდე — კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ კი პრეზიდენტი 1999 წლამდე.[2]

1999 წელს მარტ ლარის მთავრობაში მან მიიღო კულტურის მინისტრის პორტფელი. [4] იგი ასევე იყო კულტურის საკითხთა საბჭოსა და ესტონეთის სპორტის საბჭოს თავმჯდომარე. მარტ ლარას გადადგომის შემდეგ, მან სიიმ კალასის მთავრობაში შეინარჩუნა კულტურის მინისტრის პოსტი. ესტონეთის სახელმწიფო ფონდის Kultuurkapital-ის ხელმძღვანელმა ავო ვიჟოლ-ის მიერ სახელმწიფო ფულის გაფლანგვის გამო, სიგნე კივიმ თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადება დაწერა,[3], რომელსაც 2002 წლის 23 აგვისტოს [2] პრემიერ მინისტრმა ხელი მოაწერა.

სიგნე კივი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებსა და თანამდებობებს: 1998–2006 წლებში, 2014 – დან დღემდე — ესტონეთის რეფორმების პარტიის წევრი, 1996–1999, 2002 წლებში — ტალინის საქალაქო ასამბლეის დეპუტატი, არჩეული 1999 წელს, მაგრამ მას მოუწია დაეტოვებინა ტალინის საქალაქო ასამბლეა, რადგან დაინიშნა კულტურის მინისტრად. 2003 წელს იგი გახდა მე-9 მოწვევის Riigikogu-ს წევრი. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ იგი აირჩიეს მე-10 მოწვევის რიიგიკოგუს დეპუტატად. 2003-2005 წლებში — კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2005 წელს მან დატოვა Riigikogu ,რადგან დაინიშნა ესტონეთის სამხატვრო აკადემიის რექტორად.[4][2]

2017 წლის 26 ივნისს მან დაიკავა ტარტუს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის თანამდებობა. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ მოიპოვა მანდატი ტარტუს [4][2] ოლქის ამომრჩევლებისგან და დატოვა თანამდებობა.

პარლამენტის კულტურის კომისიის წევრი.[2]

2009 წელს — ესტონეთის ელჩი შემოქმედებისა და ინოვაციების ევროპულ წელს (EYCI). 2019 წლიდან — ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის გამგეობის წევრი.[2]

მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ გამოფენაში ესტონეთსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევ არის ესტონურ პრესაში სტატიების ავტორი.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქორწინებულია კალიუ კივიზე. მისი მეუღლე 1995 წლიდან 2011 წლამდე იყო ესტონეთის თოჯინების თეატრის (ახლანდელი ესტონეთის ახალგაზრდული თეატრი)მთავარი მხატვარი. ჰყავს ორი ვაჟი, ორი გერი, ექვსი შვილიშვილი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Eesti spordi biograafiline leksikon
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 Сигне Киви. Рийгикогу (2020-06-18). ციტირების თარიღი: 2021-03-15
  3. 3.0 3.1 Михайлов, Сергей. (2019-03-11) Государство требует банкротства растратчика казенных денег Аво Вийоля. ERR. ციტირების თარიღი: 2021-03-15
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Малова, Дина. (2020-10-21) Йоанна Хоффман: самая большая мечта - новое здание для Тартуского художественного музея. ERR. ციტირების თარიღი: 2021-03-15
  5. Премия за собирание фольклора. Канцелярия Президента Республики. ციტირების თარიღი: 2021-03-15