სიგიშოარის ციტადელი
იერსახე
სიგიშოარის ისტორიული ცენტრი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | რუმინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 46°13′04″ ჩ. გ. 24°47′32″ ა. გ. / 46.21778° ჩ. გ. 24.79222° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1999 (23-ე სესია) |
ნომერი | 902 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 902 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სიგიშოარის ციტადელი (რუმ. Cetatea Sighişoara) — რუმინეთის ქალაქ სიგიშოარის ძველი, ისტორიული ცენტრი. აგებულია საქსი კოლონისტების მიერ XII საუკუნეში და იმ დროსისათვის მას Castrum Sex ეწოდებოდა. 1999 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, როგორც ტრანსილვანიელი საქსების 850-წლოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლი.
ქალაქი სიგიშოარა, რომელიც ყოველწლიურად შუა საუკუნეების ფესტივალს მასპინძლობს, ვლად III ცეპეშის სამშობლოა. ქალაქზე გადის ტრანსილვანიელი საქსების მიწის ზემო საზღვარი. მის სიახლოვეს მდებარე უფრო დიდ ქალაქ სიბიუსა და ბრაშოვთან ერთად, სიგიშოარაში წარმოდგენილია შუა საუკუნეების ტიპური გერმანული არქიტექტურა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-27 საიტზე Wayback Machine.
- World Heritage Site