სესილ კიენგე
სესილ კიენგე | |
იტალ. Cécile Kyenge | |
იტალიის ინტეგრაციის საკითხთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 აპრილი, 2013 – 22 თებერვალი, 2014 | |
პრეზიდენტი | ჯორჯო ნაპოლიტანო |
პრემიერ-მინისტრი | ენრიკო ლეტა |
წინამორბედი | ანდრეა რიკარდი (ინტეგრაცია), იოზეფ იდემი(ახაგაზრული პოლიტკა) |
მემკვიდრე | ჯულიანო პოლეტი (ახალგაზრდული პოლიტიკა) |
დაბადებული | 28 აგვისტო 1964 (59 წლის) კამბოვე, კატანგა, კონგო |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
განათლება | წმინდა გულის კათოლიკური უნივერსიტეტი |
სესილ კიენგე კაშეტუ ( იტალ. Cécile Kyenge Kashetu, დ. 28 აგვისტო, 1964, კამბოვე ( კონგო ) — იტალიელი პოლიტიკოსი, ინტეგრაციის მინისტრი ენრიკო ლეტას მთავრობაში. პირველი შავკანიანი მინისტრი ქვეყანაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სესილ კიენგე კაშეტუ დაიბადა კონგოში. პროფესიით ოფთალმოლოგია.
1983 წელს სასწავლებლად იტალიაში წავიდა. შემდეგ ცოლად გაჰყვა იტალიელს და იტალიის მოქალაქე გახდა.
2004 წელს აირჩიეს ადგილობრივ დეპუტატად მოდენას ერთ-ერთ რაიონში პარტიიდან "მემარცხენე დემოკრატები".
2013 წელს აირჩიეს დეპუტატთა პალატაში და 2013 წლის 19 მარტიდან არის ფრაქცია დემოკრატიული პარტიის წევრი. 2013 წლის 7 მაისიდან სამი კომისიის წევრია (საგარეო საქმეთა და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა), 2014 წლის 25 ივნისს საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა. [1]
2013 წლის 28 აპრილიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე ლეტას მთავრობაში იყო უპორტფელო მინისტრი ინტეგრაციის საკითხებში. [2] მინისტრად დანიშვნისთანავე, 2013 წლის აპრილის ბოლოს, მის წარმომავლობასთან დაკავშირებით გაისმა არაერთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, [3] [4] განსაკუთრებით ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებისგან, თუმცა, სესილი კიენგემ განაცხადა, რომ ამაყობდა საკუთარი კანის ფერით. [4]
მინისტრის მიმართ რასისტული განცხადებები შემდგომშიც გაგრძელდა. 2013 წლის ივლისში სენატორმა რობერტო კალდეროლიმ მინისტრი ორანგუტანს შეადარა, მაგრამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და საკუთარ განცხადებას ცუდი ხუმრობა უწოდა. იმავე თვის ბოლოს იტალიის დემოკრატიული პარტიის შეხვედრაზე სესილი ჩიენგეს ბანანები დაუშინეს.
სესილ კიენგე ინტეგრაციის საკითხთა უწყების ხელმძღვანელის რანგში მხარს უჭერდა ემიგრანტების მიერ იტალიის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას, რამაც მემარჯვენე აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. [5]
2013 წლის 24 ივნისს, იოზეფ იდემის გადადგომის შემდეგ, მისი პასუხისმგებლობა მთავრობის სხვა წევრებს შორის გადანაწილდა. კერძოდ, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და ეროვნული საჯარო სამსახური სესილ კიენგეს დაქვემდებარებაში გადავიდა. [6]
2014 წელს იტალიაში ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების შემდეგ იგი გახდა ევროპარლამენტის წევრი დემოკრატიული პარტიიდან და იყო სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ფრაქციის წევრი. ACP ქვეყნებისა და ევროკავშირის პარიტეტული საპარლამენტო ასამბლეის იტალიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომისიის და პანაფრიკულ პარლამენტთან ურთიერთობის დელეგაციის წევრი. [7]
2019 წლის იტალიის ევროპარლამენტის არჩევნებში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქში იყრიდა კენჭს, მაგრამ შედეგების მიხედვით დამარცხდა. [8]
2019 წლის ივლისში, ქალაქ ლოდის 60 წლის ანონიმ მკვიდრს მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა 2013 წელს სესილი კიენგეს მაიმუნის სახით გამოსახული ბროშურების წარმოებისა და გავრცელებისთვის. მას პარალელურად მიესაჯა დამატებით რვა თვე, ვინაიდან მის ბინაში ჩხრეკისას იპოვეს ფაშისტური რეგალიები და სამხედრო ვაზნები ტყვიებით. [9]
კოვიდ-19 პანდემიის დროს მუშაობდა საქველმოქმედო ორგანიზაციაში, გაჭირვებულებს სახლში უწევდა დახმარებას, ხოლო 2021 წელს მან მიიღო ოჯახის ექიმის თანამდებობა პადუაში, რამაც გამოიწვია პროტესტი ზოგადი პრაქტიკოსების ფედერაციის მხრიდან, ვინაიდან კიენგეს ოფთალმოლოგის კვალიფიკაცია აქვს.[10]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიენგეს მეუღლეა დომენიკო გრისპინო, რომელიც 2019 წლის თებერვალში იღებდა მონაწილეობას კასტელფრანკო ემილიას მუნიციპალური საბჭოს კარჩევნებში ჩრდილოეთის ლიგის სიით. [11]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ KYENGE Cecile. Палата депутатов Италии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-01-24.
- ↑ Governo Letta (28/04/2013 - 21/02/2014). Governo Italiano. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2014-02-28.
- ↑ В Италии расследуют факты оскорбления чернокожего министра — Сесиль Киенге назвали «конголезской обезьяной» საარქივო ასლი საიტზე Wayback Machine — Эхо Москвы, 02 мая 2013
- ↑ 4.0 4.1 Италия: за «конголезскую обезьяну» ответят დაარქივებული 2020-11-29 საიტზე Wayback Machine. — Euronews, 05 мая 2013
- ↑ Первого чернокожего итальянского министра закидали бананами :: Общество :: Top.rbc.ru.
- ↑ Josefa Idem si dimette dopo colloquio con Letta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-17. ციტირების თარიღი: 2019-07-30.
- ↑ Kashetu KYENGE. Deputati. Европейский парламент. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-30. ციტირების თარიღი: 2015-01-24.
- ↑ Europee 2019, i non eletti famosi: dalla Santanchè a Cecile Kyenge. Blitz Quotidiano (2019-05-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-30. ციტირების თარიღი: 2019-07-30.
- ↑ Lodi: aveva ritratto l'ex ministra come una scimmia, condannato a sei mesi. la Repubblica (2019-07-29). ციტირების თარიღი: 2019-07-30.
- ↑ Enrico Ferro. (2021-07-03) La Kyenge diventa medico di base, ed è subito polemica. la Repubblica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-09. ციტირების თარიღი: 2021-07-03.
- ↑ Il marito di Cécile Kyenge si candida con la Lega: «Sono persone perbene». Corriere della Sera (2019-02-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-07. ციტირების თარიღი: 2019-02-05.