შინაარსზე გადასვლა

სერგო ორჯონიკიძე (მსახიობი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია მსახიობის და კარდიოლოგის შესახებაა. პოლიტიკოსის შესახებ, იხილეთ სერგო ორჯონიკიძე. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ სერგო ორჯონიკიძე (მრავალმნიშვნელოვანი)
სერგო ორჯონიკიძე
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1947 (1947-03-19) (77 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა ექიმი, მსახიობი
აქტიური 1960-დან
მეუღლე(ები) მანანა აბაზაძე

სერგო ორჯონიკიძე (დ. 19 მარტი, 1947, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ექიმი-კარდიოლოგი და მსახიობი.[1]

სერგო ორჯონიკიძე დაიბადა 1947 წლის 19 მარტს თბილისში, 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სასწავლებლის დასრულებისთანავე გაანაწილეს გარდაბნის რაიონის ჯანპუნქტის ექიმად. პარალელურად თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაცია კარდიოლოგიაში, რის შემდეგაც ამავე კათედრის ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ კი ასისტენტის თანამდებობაზე განაგრძო მუშაობა. ამავდროულად მუშაობდა, როგორც ინტენსიური თერაპიის ექიმი.

იყო ულტრაბგერითი გამოკვლევების ერთ-ერთი პიონერი, ხელმძღვანელობდა ახლად ჩამოყალიბებულ ფუნქციურდიაგნოსტიკურ განყოფილებას. იყო თბილისის კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე და ფუნქციური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. 2016 წლიდან არის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. 2017 წელს აირჩიეს საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრად.

გადაღებულია ფილმებში: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ზურიკელა, 1962), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (დათო, 1965).

დაქორწინებულია მსახიობსა და მოცეკვავეზე, საქართველოს სახალხო არტისტ მანანა აბაზაძეზე, ჰყავთ ორი ქალიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მანანა აბაზაძისა და სერგო ორჯონიკიძის სიყვარულის ისტორია