შინაარსზე გადასვლა

ჯედი ოსმანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სედი ოსმანი)
ჯედი ოსმანი

ოსმანი კავალიერსთან ერთად 2019 წელს
№ 16 – კლივლენდ კავალიერსი
მსუბუქი ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 8 აპრილი, 1995 (1995-04-08) (29 წლის)
ოჰრიდი, ჩრ. მაკედონია
ეროვნება თურქი
სიმაღლე 201 სმ
წონა 104 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2015 / რაუნდი: 2 / არჩევა: 31-ე
არჩეული მინესოტა ტიმბერვულვზი
პროფესიონალური კარიერა 2011–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2011 - 2017 ანადოლუ ეფესი
2011 - 2013   პარტევნიალი
2017 - დღემდე კლივლენდ კავალიერსი
2017   კანტონ ჩარჯი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

ჯედი ოსმანი (დ. 8 აპრილი, 1995, ოჰრიდი, ჩრ. მაკედონია) — თურქი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად თამაშობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ კლივლენდ კავალიერსში. თამაშობს მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე.

პროფესიონალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯედი ოსმანი დაიბადა 1995 წლის 8 აპრილს ჩრდილოეთ მაკედონიაში, თურქი მამისა და ბოსნიელი დედის (ნოვი პაზარიდან) ოჯახში.[1][2] მას ჰყავს უფროსი ძმა, ძანერი, რომელიც აგრეთვე კალათბურთელია.[3] მან კალათბურთის თამაში 2001 წელს, ახალგაზრდულ გუნდ KK ბოსნასთან ერთად დაიწყო. KK ბოსნაში შესანიშნავი თამაშის შემდეგ, 2007 წელს, ოსმანი ანადოლუ ეფესის ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა. მამის გამო (იგულისხმება მისი ეროვნება) იგი დაუყოვნებლივ გახდა თურქეთის მოქალაქე. ამის შემდეგ იგი თურქეთის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს წარმოადგენს.

2007 წელს ოსმანმა ანადოლუ ეფესის ახალგაზრდულ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. 2011-2012 წლების სეზონში ოსმანი გაანათხოვრეს თურქეთის მეორე დონის, TB2L-ის კულბ პარტევნიალში. 2012 წლის ზაფხულში ოსმანმა ანადოლუ ეფესის ძირითად გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

2015 წლის 25 ივნისს, ამავე წლის NBA-ის დრაფტზე ჯედი ოსმანი 31-ე პიკად მინესოტა ტიმბერვულვზმა აირჩია. ამავე ღამეს იგი კლივლენდ კავალიერსში გაიცვალა.[4]

2017 წლის 18 ივლისს ოსმანმა კლივლენდ კავალიერსთან კონტრაქტი გააფორმა.[5] 2018 წლის 9 თებერვალს, 38 წუთი ითამაშა ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ, ანგარიშთი 123-107, მოგებულ შეხვედრაში. აღნიშნულ თამაშში მან 16 ქულა (67% სროლის რეალიზება), 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. სეზონის ბოლოს კავალიერსი NBA-ის ფინალებში გავიდა, თუმცა გოლდენ-სტეიტ უორიორსთან სერიაში 4:0 დამარცხდა.

2019 წლის 25 იანვარს მაიამი ჰიტთან ანგარიშით 100-94 წაგებულ შეხვედრაში ოსმანმა კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი, 29 ქულა დააფიქსირა. ოთხი დღის შემდეგ, ჯედი ოსმანი დასახელდა 2019 წლის ამომავალი ვარსკვლავების გამოწვევების მსოფლიო გუნდის მონაწილედ.[6]

თურქეთის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმანი იყო თურქეთის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრებების წევრი. თურქეთის ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებთან ერთად მან შემდეგ ტურნირებში ითამაშა: 2011 წლის ფიბას ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონტი, 2012 წლის ფიბას ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი, 2012 წლის ალბერტ შვეიზერის ტურნირი (მოიგო ბრინჯაოს მედალი და დასახელდა ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ), 2013 წლის ფიბას ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი (მოიგო ოქროს მედალი) და 2014 წლის ფიბას ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი (მოიგო ოქროს მედალი, დასახელდა ტურნირის ყველა მოთამაშის გუნდში და გახდა ტურნირის MVP).

თურქეთის ეროვნული ნაკრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებში თამაშის შემდეგ, ოსმანი თურქეთის ძირითად ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. ნაკრებთან ერთად, მან ითამაშა: 2014 წლის ფიბას მსოფლიო საკალათბურთო თასზე, ევრობასკეტ 2015-სა და მანილაში გამართულ 2016 წლის ფიბას მსოფლიო ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Zašto ne pričamo na srpskom?!". mondo.rs (Serbian). 9 September 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 7 September 2017.
  2. „Čedi Osman: Duda Ivković? Velika sreća za mene, kakvu u celom životu možda više neću imati“. mozzartsport.com (Serbian). 4 February 2017. ციტირების თარიღი: 7 September 2017.
  3. Özcan, Dilay. (September 29, 2014) Cedi Osman Nam-ı Diğer "Jedi Knight" ! Turkish. gazetebilkent.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2019. ციტირების თარიღი: June 26, 2015.
  4. Cavaliers Acquire Draft Rights to Cedi Osman and Rakeem Christmas from Minnesota. NBA.com (June 25, 2015). ციტირების თარიღი: June 26, 2015.
  5. „Cavaliers Sign Cedi Osman“. NBA. July 18, 2017. ციტირების თარიღი: July 18, 2017.
  6. https://www.nba.com/article/2019/01/29/2019-mtn-dew-ice-rising-stars-roster-official-release
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯედი_ოსმანი“-დან