სბა (მდინარე)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სბა — მდინარე მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2935 მ-ზე. სიგრძე 10,5 კმ, აუზის ფართობი 38,5 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა — ზამთარში, საშუალო წლიური ხარჯი 1,21 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 262.