განხილვა:სბა (მდინარე)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიახვთან შეერთებამდე ჯერ სბა უერთდება ერმანისწყალს და შემდეგ ერმანისწყალი ლიახვს. ასეა რუკაზე. GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:40, 2 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]

ყადლანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთების შემდეგ წარმოიქმნება დიდი ლიახვი. მას გზად მარჯვნიდან უერთდება ჩელიათისწყალი, შემდეგ მარცხნიდან ერმანისწყალი. ამის შემდეგაა სბა (მარჯვნიდან). საბჭ. ტოპოგრაფიული რუკები არასწორად ასახავენ ამ მდინარეებს (ქართულ წყაროებთან სისწორეში ვერ მოდის). გიო ოქრო 17:14, 2 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]
კოორდინატებს რომ დაუწკაპუნებ გაჩნდება რუკა. ამ დაწრაპუნების შედეგად ამოსულმა რუკებმა არც ქართული, არც რუსული, არც საბჭოთა და საერთოდ არანაირი რუკები არ იციან და არც ქართული წყაროები. ერთ რამეში კი ნამდვილად გეთანხმებით: ყველა რუკა ერთ წერტილს სხვადასხვანაირად ასახავს, მათ შორისაც დიდი სხვადასხაობაა და ამას უკვე დიდი ხანია მივხვდი და დიდი იმედი მაქვს, რომ არა მარტო მე მივხვდი.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:54, 2 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]
საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებსა და აკადემიურ წყაროებში შეცდომა არ არის დაშვებული. საქმე იმაშია, რომ დიდი ლიახვი ზემო წელში აგრეთვე ერმანიდონის სახელწოდებითაა ცნობილი, რის გამოც ამ დარგში ჩაუხედავი ადამიანისთვის წარმოიქმნება გაუგებრობა. ტოპოგრაფიულ რუკებზე ჰიდროგრაფიულად კარგად მოჩანს, რომ მონაკვეთი, რომელზედაც გატარებულია ხაზი დიდი ლიახვიდან ახუბათამდე არის დიდი ლიახვი, მაგრამ დატანიებულია, როგორც ერმანიდონი. ეს მონაკვეთი მოიცავს არაერთ დასახლებას, მათ შორისაა როკები, სადაც არის მდინარე ძველი გამოთქმით, რომ ვთქვათ რუკდონი. გაყოლებაზეა ზუსტადაც სბადონი, და შემდეგ ზღუბირი-ახუბათის ზონა და ზუსტად აქ, სიახლოვეს, გოლუათასთან ზუსტად 2337.7 მ-ზე წარმოიქმნება — ლიახვი დიდი. რუკდონი, სბადონი და სხვები ლიახვის მარჯვენა შენაკადებია, ხოლო ერმანისწყალი მარცხენა. არც პირველი კომენტარია კომპეტენტური და არც მეორე, ვინაიდან ტოპოგრაფიული რუკები წყაროსთან შესაბამისობაშია. „არ ცოდნა არ ცოდვააო“ ნათქვამია, მაგრამ ნუ დავკარგავთ დროს იმის გარკვევაში, რაც თქვენამდე ათეული წლების წინ გაარკვიეს ქართველმა გეოგრაფებმა. ამდენად ლიახვთან არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. - OTOGI Messages 09:30, 5 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]
ახლა სტატიაში ლიახვი წერია, რომ „წარმოიქმნება ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით“ (ქართული წყაროთი), 25-ათასოან რუკაზე ეს ადგილი არის 2322 მ ნიშნული. აქედან წარმოქმნილ მდინარეს ამავე რუკაზე ჯერ ყადლანისწყალი აწერია, შემდეგ ჩელიათისწყალი, ახუბათასთან მას მარცხნიდან უერთდება ერმანისწყალი და შემდეგ ერმანისწყალი ხდება ლიახვი. მე ეს დავწერე, რომ ამ რუკაზე და ქართულ წყაროში (იხ. სტატია „ლიახვი“) ერთი და იგივე არ წერია. შეიძლება სხვა რუკაზე სხვაგვარადაა დატანილი. შესაცვლელი კი ბატონო, არ გვაქვს არაფერი. როგორც წყაროები წერენ, ისე გვიწერია ჩვენც. გიო ოქრო 10:47, 8 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]