საწერექოს ქედი
იერსახე
| საწერექოს ქედი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°34′37″ ჩ. გ. 42°33′52″ ა. გ. / 42.577167° ჩ. გ. 42.564556° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | იმერეთის მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| უმაღლესი წერტილი | ლეხი |
| სიმაღლე | 2441 მ |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
საწერექოს ქედი — ქედი საქართველოში, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში. მდებარეობს ასხის მასივის სამხრეთით. თანდათანობით მაღლდება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ (საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2100 მ, მაქსიმალური — ლეხის მთა 2441 მ). აგებულია ცარცული კირქვებით, რის გამო მისი ბრტყელი თხემი და კალთები დაცხრილულია კარსტული ფორმებით, რომელთა შორის გაბატონებულია კარსტული ძაბრები (სასულეები). საწერექოს ქედი შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახმცენარეულობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 222.