საყარაულოს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საყარაულოს სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ საყარაულოს დასავლეთით. განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით X-Vl საუკუნეებს. 1963 წელს, გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი). გათხრილია 10 ქვაყრილიანი ორმოსამარხი, რომლებიც სტრატიგრაფიულ ჭრილში ორ იარუსადაა განლაგებული. სამარხებსა და კულტურულ ფენაში მოპოვებული ნივთების მიხედვით ირკვევა, რომ სამაროვანი ფარავს ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარს, რომელიც მიწის ზედაპირიდან 2-2,5 მეტრის სიღრმეზეა. სამარხეული მასალის (ბრინჯაოს სამაჯურები, საწვივე რგოლები, რკინის შუბისპირი, ლეგა ჭურჭელი და სხვა) მიხედვით, სამაროვნის ქვედა იარუსი განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით X-VIII საუკუნეებს. ზედა იარუსის სამარხები კი - ძველი წელთაღრიცხვით VII-VI საუკუნეებს. სიონის წყალსაცავის მაქსიმალური შევსებისას სამაროვანი წყლით იფარება. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]