შინაარსზე გადასვლა

საქობოს წმინდა სტეფანეს ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქობოს წმინდა სტეფანეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში.

საქობოს წმინდა სტეფანეს ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, აშენებულია რიყის ქვითა და აგურით. ამჟამად აღდგენილია თანამედროვე აგურითა და ცემენტით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. ეკლესია განათებულია 6 სარკმლით, რომელთაგან თითო აღმოსავლეთის და დასავლეთის კედელშია გაჭრილი, დანარჩენი კი წყვილად გრძივ კედლებში.

ფასადები გაფორმებული ყოფილა ფრონტონში აგურის დადაბლებით მოცემული ჯვრების გამოსახულებით. დასავლეთის ჯვრის საყრდენად სარკმლის არქიტრავად ჩასმული ქვაა გამოყენებული. დასავლეთის ფასადში, კარის გასწვრივ საფლავის ქვა და ჯვრის რელიეფურგამოსახულებიანი ქვაა ჩაშენებული. ეს უკანასკნელი ამოყირავებულია. ფორმით ის განვითარებული შუა საუკუნეების რელიეფს იმეორებს.

ნახევარწრიული აფსიდა პილასტრითაა დარბაზისგან გაყოფილი. ასეთივე ორი წყვილი პილასტრი დარბაზის ნაწილშიცაა. პილასტრები საფეხურისებრი იმპოსტებითაა დასრულებული. კამარა სრულად აღდგენილია. ეკლესია შიგნიდან გაჯითაა შელესილი. საკურთხევლის წინ ქვის თუ აგურის კანკელია გაკეთებული, რომელიც ასევე შელესილია. ეკლესიის გარშემო ძველი სასაფლაოა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18681