სარღანი
სარღანი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Belone belone (Linnaeus, 1761) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 198573 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
სარღანი, ზღვის ქარიყლაპია (ლათ. Belone belone) — თევზი სარღანისებრთა ოჯახისა. სხეული გრძელი, დაბალი და გვერდებიდან ძლიერ შეწეულია, დაფარულია წვრილი ქერცლით. ყბები წვრილი და „ნისკარტად“ წაგრძელებულია, განსაკუთრებით გრძელია ქვედა ყბა; ზედა ყბა ახალგაზრდებს ძალიან მოკლე აქვს, ასაკის მატებასთან ერთად კი ძლიერ გრძელდება და ქვედაზე ოდნავ მოკლე ხდება. ზურგისა და ანალური მოკლე ფარფლები შესამჩნევად უკანა, თითქის კუდთანაა განლაგებული; კუდის ფარფლი ორკაპაა. თითქმის თვით მუცელზე გასდევს კარგად შესამჩნევი გვერდითი ხაზი. ანალურ ფარფლში 17–23 დატოტვილი სხივია. პირველ სალაყუჩე რკალზე 27–40 ლაყუჩის ფოთოლაკია. ზრდასრულებს ჩვეულებრივ აქვთ სახნისზე განლაგებული კბილები. ზურგი მუქი, მოცისფრო-მწვანეა, გვერდები — მოვერცხლისფრო.[1] სიგრძე 30–57 სმ-ს შეადგენს (უდიდესი — 93 სმ), მასა 1300 გრამია.[2]
ზღვის ჯოგური თევზია. დღისით, როგორც წესი, წყლის ღრმა ფენებში იმყოფება, ხოლო წყნარ ბნელ ღამეებში წყლის ზედაპირზეც ამოდის. შიშის ან მსხვერპლზე დევნის დროს ზოგჯერ წყლიდან იჭრება და დიდ ნახტომს ასრულებს.[1] უპირატესად იკვებება წვრილი თევზებით,[2] ზოგჯერ უხერხემლოებითაც. სქესობრივ სიმწიფეს სიცოცხლის მეხუთე-მეექვსე წელს აღწევს.[1] ტოფობს ყოველწლიურად. ტოფობის პერიოდი ხანგრძლივია, იწყება აპრილში და ოქტომბრამდე გრძელდება. ქვირითს ყრის მცენარეულობით დაფარულ ფსკერზე, 12–18 მეტრის სიღრმეში. ნაყოფიერება 1100–35500 ცალ ქვირითს შეადგენს.[2] თითოეული დიამეტრით 3–3,5 მმ-ია და 60–80 მკედითაა შეიარაღებული, რომელთა დახმარებითაც კარგად ეჭიდება წყალმცენარეებს.[1]
გავრცელებულია გავრცელებულია ზომიერად თბილ წყლებში — ევროპის დასავლეთ და სამხრეთ და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებზე (მწვანე კონცხიდან ისლანდიამდე და ნორვეგიამდე), ხმელთაშუა და შავ ზღვებში, იშვიათად აღწევს კოლის ნახევარკუნძულის ნაპირებს და თეთრ ზღვას.[1] შავ ზღვაში გვხვდება მთელ სანაპიროზე (საქართველოში, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში). აზოვის ზღვაში უმეტესად მის დასავლეთ ნაწილში[2] და ტაგანროგის ყურეშია გავრცელებული.[1]
გააჩნია სარეწაო მნიშვნელობა.[2] ხმელთაშუა ზღვაში რეწვის ობიექტია, შავ-აზოვის ზღვებში მეორეხარისხოვან სარეწაო თევზად ითვლება.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Васильева Е. Д. Рыбы Чёрного моря : Определитель морских, солоноватоводных, эвригалинных и проходных видов с цветными иллюстрациями, собранными С. В. Богородским. — М.: ВНИРО, 2007. — стр. 67–68, 238 c., 200 экз. ISBN 978-5-85382-347-1.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 98, ISBN 978-9-94193-023-2.