სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  აბლაბუდიანი სოკოები
სახეობა:  სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius bivelus (Fr.) Fr., 1838

სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius bivelus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების (ლათ. Cortinarius) გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

არასაჭმელ სოკოდ ითვლება. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus bivelus,[1] ხოლო 1838 წელს იგი კორტინარიუსის გვარში გადაიტანა.[2]

სეცნიერო სინონიმები:

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფირფიტებიანი სოკოა აბლაბუდიანი საბურველით. ქუდის დიამეტრი — 3-9 სმ-მდე აღწევს, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამოზნექილი და ბრტყლად ამოზნექილი, ოდნავ ჰიგროფანული. ზედაპირი მოწითალო-მურა, კიდეებთან მოთეთრო აბლაბუდიანი ნაფიფქით, გაშრობისას — ყავისფერ-მურა.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია კბილით, მეჩხერი, ნორჩ ეგზემპლარებს — მოყავისფრო, სიმწიფეში — ჟანგისფერ-ყავისფერი.

რბილობი — მომურო, განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე.[3]

ფეხის სიგრძე — 3-8 სმ-მდე, სისქე — 1-3 სმ-მდე, მოთეთრო-მურა ფერის, გურზისებრი დაბოლოებით, ნორჩობაში დაფარულია თეთრი ფერის „საფარველით“, შემდეგ — შესამჩნევი ზოლებით.

სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 7-9×4-5,5 მკმ, ელიფსისებური, თითქმის გლუვი ზედაპირით.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარტყლიანი აბლაბუდიანი სოკო შედის Telamonia-ს ქვეგვარის რთულად გარჩევადი სოკოების ჯგუფში.

  • Cortinarius laniger — იზრდება მხოლოდ წიწვივან ტყეებში, გაირჩევა უფრო ღია შეფერილობით, ხაოიანი ქუდითა და დიდი ზომის სპორებით.
  • Cortinarius bulbosus — განსხვავდება უფრო მუქი შეფერილობით და ფართო სპორებით.
  • Cortinarius privignoides — არაჰიგროფანულია. გააჩნია უფრო მკვრივი ფირფიტები.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჰოლარქტიკულ ზონაში. ევროპაში მრავლადაა სკანდინავიის ნახევარკუნძულზე.[4] სოკო შედის პოლონეთისა[5] და გერმანიის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.

იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში.[6] მიკორიზას ქმნის არყთან.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Нездойминого Э. Л. Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева. — СПб.: Наука, 1996. — С. 131. — 408 с. — (Определитель грибов России: Порядок агариковые. Вып. 1)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Index Fungorum en. ციტირების თარიღი: 2015-01-26.
  2. E.M. Fries (1818) , In: Observ. mycol. (Havniae) 2:58
  3. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  4. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  5. Zbigniew Mirek: Red list of plants and fungi in Poland = Czerwona lista roślin i grzybów Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany. Polish Academy of Sciences, 2006. ISBN 83-89648-38-5.
  6. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 185, ISBN 99940-856-1-1.