სამია ნკრუმა
სამია ნკრუმა | |
სამია ნკრუმა 2009 წელს | |
განის პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 იანვარი, 2009 – 6 იანვარი, 2013 | |
წინამორბედი | ლი ოკრანი |
დაბადებული | 23 ივნისი, 1960 აბური, განა |
მოქალაქეობა | განა |
ეროვნება | განელი |
პოლიტიკური პარტია | კონვენტის სახალხო პარტია |
მამა | კვამე ნკრუმა |
დედა | ფათია ნკრუმა |
მეუღლე | მიშელ მელეგა |
საქმიანობა | პოლიტიკა და ჟურნალისტიკა |
საიტი | პარტიის ვებგვერდი |
სამია იაბა კრისტინა ნკრუმა (ინგლ. Samia Yaba Christina Nkrumah; დ. 23 ივნისი, 1960[1], აბური, განა) — განელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. სახალხო პარტიის, სახელისუფლებო პარტიის, პირველი ქალი ხელმძღვანელი. პარლამენტის წევრი 2009-2013 წლებში ჯომოროს საარჩევნო ოლქიდან. განის პირველი პრეზიდენტის კვამე ნკრუმას ქალიშვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განის პირველი პრეზიდენტის კვამე ნკრუმას და მისი ეგვიპტელი კოპტი ცოლის ფათია რიცკის ქალიშვილი დაიბადა აღმოსავლეთის რეგიონის ქალაქ აბურიში 1960 წელს[2]. იგი იძულებული გახდა თავის ძმებთა და დედასთან ერთად დაეტოვებინა განა 1966 წლის სამხედრო გადატრიალების გამო, რომელმაც დაამხო პრეზიდენტი კვამე ნკრუმა. ოჯახი გადასახლდა ეგვიპტეში[3]. სამია ოჯახთან ერთად განაში დაბრუნდა 1975 წელს გენერალ იგნატიუს აჩეამპონგის მიწვევით. 1991 წელს ლონდონის აფრიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტში მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1993 წელს აქვე დაიცვა მაგსიტრის ხარისხი[1].
2011 წლის 10 სექტემბერს გახდა მმართველი პარტიის პირველი ქალი პრეზიდენტი. 2009-2013 წლებში იყო პარლამენტის წევრი.
გათხოვილია იტალურ-დანიური წარმოშობის მიშელ მელეგაზე, რომელთანაც ჰყავს ერთი ბიჭი კვამე თომას მელეგა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Convention People Party.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-26. ციტირების თარიღი: 2016-01-14.
- The new Mandela is Woman.
- Whatever the frustrations in Ghana, the region is at a tipping point.
- Ces Africaines qui osent la présidentielle.
- Samia Nkrumah: Ghana’s Future President.
- Samia Nkrumah As C.P.P Chairman.
- Samia Nkrumah meets Nobel Peace Laureates in the USA.
- Samia Nkrumah to lead ‘big’ protest against relocation of Ghana’s $1.2b gas plant.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Curriculum vitae. Official website. Samia Nkrumah. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2008-12-14.
- ↑ Samia Nkrumah 'the Amazing'. Profiles. The Ghanaian Journal. ციტირების თარიღი: 2008-12-14.
- ↑ Reggie Tagoe Pan-African News Wire. (2007-02-19) Samia Nkrumah Says That Her Father, Dr. Kwame Nkrumah, Wanted to Return to Ghana. Abayomi Azikiwe. ციტირების თარიღი: 2008-12-14.