შაჰიზინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰიზინდა
უზბეკ. Shohizinda
კოორდინატები 39°39′45″N 66°59′16″E / 39.6625° ჩ. გ. 66.987778° ა. გ. / 39.6625; 66.987778
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
თარიღდება IX საუკუნე

შაჰიზინდა (უზბეკ. Shohizinda) — შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლი სამარყანდში, უზბეკეთი. ეს არის სამარყანდელი დიდებულების მავზოლეუმების არქიტექტურული ანსამბლი. ჩვენამდე მოღწეულია 11 მავზოლეუმი, რომლებიც ერთმანეთის თანმიმდევრობით ააგეს XIV-XV საუკუნეებში. უფრო ადრინდელი მავზოლეუმები, რომლებიც აღმოჩენილია უძველესი დასახლება აფრასიაბის აღმოსავლეთ ფერდობებზე, განეკუთვნება XI-XII საუკუნეებს. 2001 წელს სამარყანდის სხვა არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰიზინდის ანსამბლის ფორმირება ხდებოდა ცხრა საუკუნის განმავლობაში და მოიცავს IX-XIV და XIX საუკუნეების ოცზე მეტ ნაგებობას. სახელწოდება შაჰიზინდა (Шох-и Зинда) ითარგმნება როგორც „ცოცხალი მეფე“ და უკავშირდება ლეგენდას. ლეგენდაში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიძაშვილი კუსამ იბნ აბასი გაემართა სამარყანდისკენ მცირერიცხოვანი რაზმით ისლამის გასავრცელებლად. წარმართების ერთ-ერთი დავდასხმის დროს კუსამ იბნ აბასმა ისარი დაარტყა მიწაში, სადაც წარმოიქმნა ნაპრალი (სხვა ვერსიით ჭა), სადაც ცხოვრობდა მთელი ცხოვრება. უძველესი დროიდან არაბთა საფლავები არ იყო გაფორმებული ფერადი ფილებითა და წარწერებით. მოგვიანებით მოხდა მისი მოდერნის სტილში და ნეორუსულ სტილში გაფორმება.

ანსამბლის უძველესი ნაგებობა, რომლისგანაც შემონახულია მხოლოდ საძირკველი და საფლავის ქვა, თარიღდება XI-XII საუკუნეებით. წარმოდგენილ შენობათა უმრავლესობა თარიღდება XIV-XV საუკუნეებით, ხოლო XVI-XIX საუკუნის გადაკეთებებს პრაქტიკულად არ უმოქმედია კომპლექსის გარე ხედზე. მავზოლეუმს აქვს ფირუზისფერი გაფორმება ან მუქი ლურჯი ფილები, რომელზეც დახატულია ყვავილის ორნამენტები.

შაჰიზინდა ერთადერთი არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლია სამარყანდში, რომელშიც აფრასიაბის კულტურული ფენის ჩათვლით, ქალაქის თითქმის 25 საუკუნის ისტორია აისახა.

კომპლექსის ტერიტორიაზე დასაფლავება აღარ მიმდინარეობს 1977 წლიდან.

საერთო დაგეგმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესასვლელი კარიბჭე არის კომლექსის ყველაზე ახალი ნაგებობა. ასამბლის შიდა შენობები იყოფა ქვემო, შუა და ზემო ჯგუფებად, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება თაღ-გუმბათოვანი გასასვლელით, რომელსაც ჩარტაკი ეწოდება.

ქვემო ჯგუფის შენობებს მიეკუთვნება ორგუმბათიანი მავზოლეუმი. შუა ჯგუფის შენობები შედგება თემურლენგის დროის ნაგებობებისაგან, სადაც დაკრძალულნი არიან მისი ნათესავები და ცნობილი სამხედრო და რელიგიური პირები. ეს ნაგებობები თარიღდება XIV-XV საუკუნეებით.

მთელი კომპლექსის ცენტრია კუსამ იბნ აბასის კომპლექსი, რომელიც რამდენიმე შენობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე ძველია კუსამის აკლდამა და XVI საუკუნის მეჩეთი.

2004-2005 წლებში შაჰიზინდას ჩაუტარდა მასშტაბური რესტავრაცია.

ანსამბლის შენობების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავზოლეუმის შემედგენლობაში შედის შემდეგი ნაგებობები: კუსამა იბნ აბასის (1334 წ.) XV საუკუნის დეკორით; ცნობილი ქალბატონის სამარხი (1360-1361 წწ.); შადი-მულქ-აკის მავზოლეუმი (1371-1372 წწ.); შირინ-ბიკა-აკა (1385-1386 წწ.); ემირ-ზადე (1386 წ.); ხოჯა-აჰმადი (XIV საუკუნე); სამგუმბათიანი მავზოლეუმი (XV საუკუნე); ტუგლუ-ტეკინი (1376 წ.); რვაკუთხა მავზოლეუმი (XV ს.); უსახელო მავზოლეუმი № 1 (XIV საუკუნე); უსახელო მავზოლეუმი № 2 (XIV საუკუნე); ბურუნდუკის ემირი (XIV საუკუნე); ტუმან-აკის მავზოლეუმი (1405 წ.).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]