რუხი კოკორინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუხი კოკორინა
Xenus cinereus Lapland.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Xenus cinereus (Güldenstädt, 1775)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693251

რუხი კოკორინა,[1][2] ნისკარტაპრეხილი მექვიშია[3] (ლათ. Xenus cinereus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 22–27 სმ, ფრთის შლილი 55–59 სმ, მასა 50–120 .[4] აგებულება მოხდენილია.[4] სხეულის ზედა ნაწილი მორუხო-მურაა შავი ზოლებით ზურგის გაყოლებაზე, ქვედა — თეთრი;[4][5] კისერზე წინიდან გრძივი ჭრელი ლაქები აყრია.[4] ფეხები შედარებით მოკლეა, თითების ძირში საცურაო აპკები აქვს, ფერად ყვითელი, ნარინჯისფერი ან მორუხო-მწვანე.[4] ნისკარტი გრძელი, წვრილი, მურა-შავია, შედარებით ღიაა ძირში; შესამჩნევად მოღუნულია ზედა მიმართულებით.[4] დედალ-მამალი ერთმანეთისგან არ განსხვავდება.[4] ახალგაზრდა ფრინველები მეტად მუქები და ზურგზე მოწითურონი არიან.[4] ზამთრის მოკაზმულობაში ზედა ნაწილი რუხია, ქვედა — თეთრი.[4] სახლობს ევროპისა და აზიის ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონაში (დასავლეთი ფინეთიდან ანადირის ზემო წელამდე).[4][5] ზამთრობს აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, იშვიათად ავსტრალიაში.[4][5] ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე ან ნესტიან მდელოებზე.[5] ბუდეს მიწაზე აკეთებს, ბალახში ან ტყეში,[4] ჩვეულებრივ დებს 4 კვერცხს;[4][5] კრუხობს ორივე მშობელი 21–24 დღე-ღამის განმავლობაში.[4][5] ბარტყები უპირატესად მამას დაჰყავს 15–17 დღის განმავლობაში; ისინი თვითონ იკვებებიან.[4] ზრდასრული რუხი კოკორინა იკვებება მცირე უხერხემლოებით (მოლუსკებით, კიბოებით, მათ შორის მცირე კიბორჩხალებით),[4] რომლებიც შლამიდან ამოჰყავს ან მიწაზე აგროვებს.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 54, 126, 192, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. კოკორინადიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  3. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 145, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 4.15 რუხი კოკორინა // დიდი რუსული ენციკლოპედია (რუსული)
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 რუხი კოკორინა // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)