რუსული გრძელბანჯგვლიანი მწევარი
რუსული გრძელბანჯგვლიანი მწევარი[1] (რუს. Русская псовая борзая) — ძაღლის რუსული ჯიში, მიეკუთვნება მწევრების ჯგუფს. გამოყვანილია დაახლოებით XI–XII საუკუნეში. ჯიშისა და მისი გამოყენებით ნადირობის აღწერა XVII საუკუნეში ჩნდება. XIX საუკუნეში შეაჯვარეს დასავლეთევროპულ, აზიურ და ყირიმულ მწევრებთან. პირველი სტანდარტი შემუშავებულია 1888 წელს, დღეს მოქმედი მიღებულია 2006 წელს. თანამედროვე რუსული გრძელბანჯგვლიანი მწევარი ელეგანტური ძაღლია, აქვს ხმელი და მაგარი კონსტიტუცია; სიმაღლე მინდაოში 68–86 სმ-ს აღწევს. თავი გრძელი, ვიწრო და ხმელია (ყურები მაღლაა დასმული და მიბრუნებულია უკან); მკერდი არაფართო; წელი ამოზნექილი; კუდი გრძელია, ჩამოშვებული ბეწვით. ბეწვი ტალღოვანი ან კულულაა, კორპუსზე — გრძელი, ფეხებზე — მოკლე. შეფერილობა მრავალნაირია, ყავისფრისა და ცისფრის გამოკლებით. რუსეთის გარდა, ასევე აშენებენ ევროპასა და აშშ-ში. იყენებენ სანადიროდ, სპორტულ რბენებში, როგორც ძაღლ-კომპანიონს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გუნიავა ლ., სააკაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 89.
- ↑ Бедель В. В. Русская псовая борзая // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 58.