მწევრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მწევრები, მონადირე ძაღლების ჯიშთა ჯგუფი. იყენებენ კურდღელზე, მელაზე, მგელსა და წვრილფეხა ჩლიქოსნებზე უთოფო ნადირობისთვის. აქვთ სწრაფი სირბილის უნარი, ზომიერი ტემპერამენტი, კარგად განვითარებული მხედველობა, დიდი ტანი, გრძელი ფეხები, განვითარებული მკერდი, აზიდული მუცელი, ძლიერი უკანა ფეხები, წაგრძელებული თავი, ძლიერი ყბები და კბილები. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე გავრცელებულია რუსული გრძელბეწვიაბი, მოკლებეწვიანი, სამხრეთ რუსეთის (ველის), შუააზიური (თაზი), ყირგიზული (თაიღანი), ავღანური მწევრები. თითოეული განსხვავდება როგორც ბეწვით, ისე ტანისა და თავის მოყვანილობით, ყურის და კუდის ფორმით და ზომით, მთლიანი შეფერილობით. იყენებენ სპორტულ და სარეწაო ნადირობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გ. სააკაძე, ქსე, ტ. 7, გვ. 261, თბ., 1984