რუდოლფი (ანჰალტ-ცერბსტის მთავარი)
რუდოლფ ფონ ანჰალტ-ცერბსტი | |
---|---|
Rudolf von Anhalt-Zerbst | |
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1606 |
მმართ. დასასრული: | 1621 |
წინამორბედი: | იოჰან გეორგ I ფონ ანჰალტ-დესაუ |
მემკვიდრე: | იოჰან VI ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 ოქტომბერი 1576 |
დაბ. ადგილი: | ჰარცჰეროდი |
გარდ. თარიღი: | 20 აგვისტო 1621 |
გარდ. ადგილი: | ცერბსტი |
მეუღლე: |
დოროთეა ჰედვიგა ფონ ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი მაგდალენა ფონ ოლდენბურგი |
შვილები: |
დოროთეა ელეონორა იოჰან VI |
დინასტია: | ასკანიები |
მამა: | იოახიმ ერნსტ ფონ ანჰალტი |
დედა: | ელეონორა ფონ ვიურტემბერგი |
რუდოლფ ფონ ანჰალტ-ცერბსტი (გერმ. Rudolf von Anhalt-Zerbst) — ანჰალტ-ცერბსტის მთავარი ასკანიების საგვარეულოდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუდოლფი იოახიმ ერნსტისა და მისი მეორე მეუღლის, ელეონორა ფონ ვიურტემბერგის, ჰერცოგ ვიურტემბერგის ქალიშვილის მეხუთე შვილი იყო. 1600 წელს ის სასწავლებლად გაემგზავრა რომში, სადაც შეხვდა პაპ კლემენტ VIII-ს, შემდეგ წავიდა სიცილიაში. თავის ძმასთან, მთავარ ლუდვიგთან ერთად ერთი წელი გაატარა ფლორენციაში. 1601 წლის 21 ნოემბერს რუდოლფი ჩაირიცხა სიენის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ, 1602 წელს რუდოლფი შვეიცარიის გავლით დაბრუნდა დესაუში.
1606 წელს, ანჰალტის ერთობლივი მართვის შემდეგ, ძმებმა ანჰალტი გაიყვეს: იოჰან გეორგი გახდა ანჰალტ-დესაუს მთავარი, კრისტიანი — ანჰალტ-ბერნბურგის, ლუდვიგი — ანჰალტ-კეთენის, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, ავგუსტი გახდა ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი. რუდოლფი გახდა ცერბსტის სამთავროს მმართველი, რომელშიც შედიოდა ამთები , ლინდაუ, როსლაუ და კოსვიგი.
რუდოლფის დროს ცერბსტში მრავალი შენობა აშენდა და გარემონტდა სასახლე-რეზიდენცია. რუდოლფი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალეს ცერბსტის წმ. ბართლომეს ეკლესიაში.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1605 წლის 29 დეკემბერს რუდოლფი დაქორწინდა დოროთეა ჰედვიგა ფონ ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე, ჰერცოგ ჰაინრიხ იულიუს ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ:
- ქალიშვილი (1606)
- დოროთეა (1607—1634), დაქორწინდა ჰერცოგ ავგუსტ II ფონ ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე (1579—1666)
- ელეონორა (1608—1680), დაქორწინდა ჰერცოგ ფრიდრიხ ფონ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ნორბურგზე (1581—1658)
- ქალიშვილი (1609)
1612 წლის 31 აგვისტოს მისი მეორე მეუღლე გახდა მაგდალენა ფონ ოლდენბურგი, გრაფ იოჰან XVI ფონ ოლდენბურგის ქალიშვილზე. მაგდალენასთან ქორწინებიდან დაიბადნენ:
- ელიზაბეთი (1617—1639)
- იოჰან VI (1621—1667), ანჰალტ-ცერბსტის მთავარი, დაქორწინდა პრინცესა სოფია ავგუსტა ფონ შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ჰოტორპზე (1630—1680)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rudolf — Der erste Fürst von Anhalt-Zerbst დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.