იოახიმ ერნსტი (ანჰალტის მთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოახიმ ერნსტ ფონ ანჰალტი
იოახიმ ერნსტ ფონ ანჰალტი
ანჰალტ-კეთენის მთავარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
უცნობია – 1562
წინამორბედივოლფგანგი
მემკვიდრელუდვიგ I

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1561 – 1570
წინამორბედიკარლი
მემკვიდრეანჰალტური მიწები გაერთიანდნენ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1561 – 1570
წინამორბედიგეორგ III (ანჰალტ-დესაუს მთავარი)
მემკვიდრეანჰალტური მიწები გაერთიანდნენ

ანჰალტის მთავარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1570 – 1586
წინამორბედიანჰალტური მიწები გაერთიანდნენ
მემკვიდრეანჰალტური მიწები გაიყვეს მისმა შვილებმა:
იოჰან გეორგ I (ანჰალტ-დესაუ),
კრისტიან I (ანჰალტ-ბერნბურგი),
ავგუსტი (ანჰალტ-პლოცკაუ),
ლუდვიგი (ანჰალტ-კეთენი),
რუდოლფი (ანჰალტ-ცერბსტი)

დაბადებული21 ოქტომბერი, 1536
დესაუ
გარდაცვლილი12 ივნისი, 1586(1586-06-12)
დესაუ
მეუღლე1) აგნესა
2) ელეონორა
შვილებიქალიშვილები: ანა მარია, აგნესა, ელიზაბეთი, სიბილა, აგნესა ჰედვიგა, დოროთეა მარია, საბინა, ანა სოფია;
ვაჟები: იოჰან გეორგი, კრისტიანი, ბერნარდი, ავგუსტი, რუდოლფი, იოჰან ერნსტი, ლუდვიგი, იოაჰიმ კრისტოფი

იოაჰიმ ერნსტ ფონ ანჰალტი (გერმ. Joachim Ernst von Anhalt) — ანჰალტ-ცერბსტის მთავარი 1561—1570 წლებში, 1570 წლიდან იყო ყველა ანჰალტური მიწის მმართველი ასკანიების სახლიდან. მთავარ იოჰან ფონ ანჰალტ-ცერბსტის შვილი.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 1570 წელს მან ყველა ანჰალტური მიწა გააერთიანა. იოახიმი თავისი დროს ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო, მან შეცვალა რომაული სამართალი ადგილობრივით, 1582 წელს დააარსა Gymnasium academicum ქალაქ ცერბსტში, აამაღლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოების დონე, ააშენა ხიდი მდინარე ელბაზე; დედაქალაქი გადაიტანა ქალაქ დესაუში.

ის მონაწილეობას იღებდა XVI საუკუნის პროტესტანტული ღვთისმეტყველების პოლემიკაში.

საფრანგეთის მეფე ანრი III-სთან იოახიმს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ 1586 წელს ის შეუერთდა იმპერიის მთავრებს, რომელთაც ანრის პროტესტი გამოუცხადეს მისი პროტესტანებისთვის მიმართვის გამო.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოახიმ-ერნსტი ორჯერ იყო დაქორწინებული.

პირველად დაქორწინდა 1560 წლის 3 მარტს ქალაქ ბარბიში აგნესასთან (1540—1569), ვოლფგანგ I-ის, ბარბის გრაფის ქალიშვილთან. ამ ქორწინების შედეგად დაიბადნენ:

  • ანა მარია ფონ ანჰალტი (1561—1605); ჰერნროდის მონასტრის აბატისა; 1577 წელს დაქორწინდა იოახიმ ფრიდრიხზე (1550—1602), ბრიგის ჰერცოგზე;
  • აგნესა (1562—1564);
  • ელიზაბეთ ფონ ანჰალტი (1563—1607); 1577 წელს დაქორწინდა იოჰან გეორგზე (1525—1598), ბრანდენბურგის კურფიურსტზე;
  • სიბილა ფონ ანჰალტი (1564—1614); აბატისა; 1581 წელს დაქორწინდა ფრიდრიხ I-ზე, (1557—1608), ვიურტემბერგის ჰერცოგზე;
  • იოჰან გეორგი (1567—1618), ანჰალტ-დესაუს მთავარი; 1588 წელს დაქორწინდა გრაფინია დოროთეა მანსფელდ-არნშტაინზე (1561—1594), 1595 წელს — დოროთეა ფონ პფალც-ზიმერნზე (1581—1631), ზიმერნის პფალცგრაფინიაზე;
  • კრისტიან I (1568—1630), ანჰალტ-ბერნბურგის მთავარი; 1595 წელს დაქორწინდა გრაფინია ანა ფონ ბენტჰაიმ-ტეკლენბურგზე (1579—1624).

იოახიმ ერნსტი მეორეჯერ დაქორწინდა 1571 წლის 9 იანვარს შტუტგარტში ელეონორაზე (1552—1618), კრისტოფის, ვიურტემბერგის ჰერცოგის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ:

  • ბერნარდ ფონ ანჰალტი (1571—1596), ზემო საქსონიის ოლქის პოლკოვნიკი, დაიღუპა ომში;
  • აგნესა ჰედვიგა ფონ ანჰალტი (1573—1616), 1586 წელს დაქორწინდა ავგუსტზე (1526—1586), საქსონიის კურფიურსტზე, 1588 წელს — ჰანს II-ზე (1545—1622), შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგის ჰერცოგზე;
  • დოროთეა მარია ფონ ანჰალტი (1574—1617), 1593 წელს დაქორწინდა იოჰან III-ზე (1570—1605), საქსენ-ვაიმარის ჰერცოგზე;
  • ავგუსტი (1575—1653), ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი; 1618 წელს დაქორწინდა სიბილაზე (1590—1659), სოლმს-ლაუბახის გრაფინიაზე;
  • რუდოლფი (1576—1621), ანჰალტ-ცერბსტის მთავარი; 1605 წელს დაქორწინდა დოროთეა ჰედვიგაზე (1587—1609), ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის პრინცესაზე, 1612 წელს — მაგდალენაზე (1585—1657), ოლდენბურგის გრაფინიაზე;
  • იოჰან ერნსტი (1578—1601);
  • ლუდვიგ I (1579—1650), ანჰალტ-კეთენის მთავარი; 1606 წელს დაქორწიდნა ამენა ამალიაზე (1586—1625), ბანტჰაიმ-ტეკლენბურგ-შტაინფურტის გრაფინიაზე, 1626 წელს — გრაფინია სოფია ლიპსზე (1599—1654);
  • საბინა (1580—1599);
  • იოახიმ კრისტოფი (1582—1583);
  • ანა სოფია ფონ ანჰალტი (1584—1652), 1613 წელს დაქორწინდა კარლ გიუნტერზე (1576—1630), შვარცბურგ-რუდოლშტადტის გრაფზე.