ავგუსტი (ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავგუსტ ფონ ანჰალტ-პლოცკაუ (გერმ. August von Anhalt-Plötzkau) — ანჰალტ-პლოცკაუს მთავარი ასკანიების დინასტიიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტი იყო იოახიმ ერნსტისა და მისი მეორე ცოლის, ელეონორა ვიურტემბერგის, ჰერცოგ კრისტოფ ფონ ვიურტემბერგის ქალიშვილის შვილი.

ჯერ კიდევ 1589 წელს ავგუსტი და მისი ძმა შეთანხმდნენ ანჰალტის გაყოფაზე, თუმცა 1603 წელს ავგუსტმა უარი თქვა თავის მემკვიდრეობაზე და დაკმაყოფილდა ფინანსურ კომპენსაციას. 1606 წელს ავგუსტის ძმებმა ანჰალტი გაიყვეს: იოჰან გეორგ I-მა მიიღო ანჰალტ-დესაუ, კრისტიან I-მა — ანჰალტ-ბერნბურგი, რუდოლფმა — ანჰალტ-ცერბსტი, ლუდვიგმა — ანჰალტ-კეთენი.

ოცდაათწლიანმა ომმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ანჰალტს. 1630 წელს ავგუსტი ანჰალტის სახლის მეთაური გახდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1618 წლის 25 იანვარს ანსბახში ავგუსტი დაქორწინდა სიბილა სოლმს-ლაუბახზე (1590—1659), გრაფ იოჰან გეორგ ფონ სოლს-ლაუბახის ქალიშვილზე და მასთან შეეძინა:

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ferdinand Siebigk: August (Fürst von Anhalt-Plötzkau). In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 1, Duncker & Humblot, Leipzig 1875, S. 658 f.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]