შინაარსზე გადასვლა

როჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქურთ. Rojava
როჟავა
თარგი:ქვეყნის მონაცემები როჟავა
დედაქალაქიელ-ქამიშლი
37°03′ ჩ. გ. 41°13′ ა. გ. / 37.050° ჩ. გ. 41.217° ა. გ. / 37.050; 41.217
უდიდესი ელ-ქამიშლი, აფრინი, ელ-ჰასაკა
ოფიციალური ენა კურმანჯი, ასურული, არაბული
რელიგია სეკულარული სახელმწიფო
მთავრობა დემოკრატიული კონფედერაცია
 -  თანათავჯდომარეები ჰედია იუსეფი და მანსურ სელამი
დაარსება
 -  ფედერაციის გამოცხადება 17 მარტი, 2016 
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 4 600 000[1][2][3]
ვალუტა სირიული ფუნტი (SYP)
სასაათო სარტყელი UTC+2
მოძრაობა მარჯვენა

როჟავა (ქურთ. Rojava), დასავლეთ ქურთისტანი (ქურთ. Rojavayê Kurdistanê) ან სირიის ქურთისტანი (ქურთ. Kurdistana Sûriyê) — ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი სირიის ტერიტორიაზე. როჟავის რეგიონის შექმნის შესახებ გამოაცხადეს 2016 წლის 17 მარტს[4]. რეგიონის შემადგენლობაში შედის სამი კანტონის ტერიტორიები: ჯაზირის, კობანისა და აფრინის კანტონები.

2012 წლის დასაწყისიდან მოყოლებული როჟავის (სირიის ქურთისტანის) ტერიტორიას აკონტროლებს ქურთების უმაღლესი კომიტეტი და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ფორმირებები (ბაშარ ალ-ასადის მთავრობის კონტროლის ქვეშაა მხოლოდ ელ-ქამიშლი და ელ-ჰასაკა)[5]. 2013 წლის ნოემბერში შეიქმნა რეგიონალური მთავრობა, რომელშიც შევიდნენ ქურთები, ასურელები და არაბები[6].

როჟავა ანუ სირიის ქურთისტანი მდებარეობს მდინარე ტიგრის დასავლეთით თურქეთის საზღვრის გასწვრივ. შედგება ჯაზირის, კობანისა და აფრინის კანტონებისაგან. კანტონი ჯაზირა სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ერაყის ქურთისტანს.

როჟავის ტერიტორია ძირითადად დაბლობია, გარდა ქურთისტანის მთებისა, რომელიც მდებარეობს აფრინის კანტონში.

სოფლის მეურნეობა არის წამყვანი დარგი სამივე კანტონში. კობანში მოჰყავთ ხორბალი და ზეთისხილი, ჯაზირა ორიენტირებულია მხოლოდ ხორბალზე, აფრინი კი — ზეთისხილზე. ჯაზირის კანტონის მთავარი უპირატესობა არის ნავთობის საბადო. ომის დაწყებამდე სირიის ღარიბი მოსახლეობის 60 % ქურთები იყვნენ. დღეს მთავრობის ხარჯების 70 % მოდის თავდაცვაზე და უსაფთხოებაზე. როჟავაში მოიხსნა გადასახადები, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებზე. ადმინისტრაცია ხელ უწყობს ადგილობრივ კოოპერატივებს და მცირე ბიზნესის განვითარებას.

დემოკრატიული კომიტეტი არეგულირებს ფასებს კანტონებში მონოპოლიის შემცირების მიზნით. მთავრობა ცდილობს უცხოური ინვესტიციებით ააშენოს ელექტროსადგურები და ქარხნები.

ქვეყნიდან ხდება ნავთობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების (ცხვარი, ხორბალი, ბამბა) ექსპორტი, ხოლო იმპორტი ძირითადად მოდის სამომხმარებლო საქონელზე და სათადარიგო ნაწილებზე.

ომამდე ელ-ჰასაკაში აწარმოებდნენ 40 000 ბარელ ნავთობს დღეში. ომის პერიოდში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მუშაობდა მხოლოდ 5 %-იანი დატვირთვით, რადგან არ იყო საჭირო ქიმიკატები ნავთობის გადასამუშავებლად.

სირიაში ქურთების რაოდენობა იყო 2,5 მლნ (მოსახლეობის 9 %), მათი უმეტესობა საუბრობდა ქურმანჯი ენაზე. ქურთების უდიდესი ნაწილი სუნიტები იყვნენ, თუმცა ასევე იყვნენ ქურთი-იეზიდებიც.

ზოგიერთი შეფასებით, XX საუკუნის დასაწყისში დამასკოში 12 ათასი ქურთი ცხოვრობდა, 16 ათასი ჯერაბლუსში, ხოლო მათი უმეტესობა ჯაზირაში. 1920-იან წლებში შეიხ საიდის აჯანყების დამარცხების შემდეგ ქემალისტური თურქეთიდან დაიძრა ქურთი ლტოლვილების ტალღა. დადასტურებული მონაცემებით 25 000 ქურთი გაქიცა სირიაში, მაგრამ მათი რაოდენობა შეადგენდა ჯაზირის მოსახლეობის მხოლოდ 10 %-ს და ფრანგულმა სამანდატო მთავრობამ მათ სირიის მოქალაქეობა მიანიჭა.

მიუხედავად იმისა, რომ ქურთები დიდი ხანია ცხოვრობენ სირიის ტერიტორიაზე, სირიის ხეილსუფლება იყენებს 1920-იან წლებში მათი განსახლების ფაქტს და აცხადებს, რომ ქურთები არ არიან ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა და ამით ამართლებენ ქურთების დისკრიმინაციას.

რეგიონის მოსახლეობის ტერორიზმისაგან დაცვის გამო შეიქმნა სახალხო თავდაცვის დანაყოფები (სთდ). სახალხო თავდაცვის დანაყოფების მონაწილეობით სირიის კონფლიქტში დაიწყო შეტაკებები სამთავრობო ძალებთან ქალაქ აინ-ელ-არაბში 2012 წლის ზაფხულში. 2012 წლის 19 ივლისს მათ აიღეს ქალაქი, ხოლო მომდევნო დღეს ამუდი, აფრინი და 360 სოფელი მათ გარშემო. 2013 წლის მაისიდან სთდ აწარმოებს აქტიურ ბრძოლას სირიის თავისუფალი არმიის (სთა) ბოევიკებთან და ისლამისტებთან, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობენ, როგორც „მესამე ძალა“. ქურთების რეგიონების მართვის გამო შეიქმნა ქურთების უზენაესი კომიტეტი. სირიელმა ქურთებმა ხელში ჩაიგდეს ყველა ქალაქი, თუმცა ქურთების მთავარი ქალაქები ელ-ქამიშლი და ელ-ჰასაკა კვლავ ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.

სირიის ქურთისტანის ეროვნული ასამბლეა დაარსდა 2006 წლის ორ კონფერენციაზე, რომელთაგან ერთი გაიმართა აშშ-ის სენატში, ხოლო მეორე — ევროპარლამენტში, ბრიუსელში. ეროვნული ასამბლეის მიზანი იყო დემოკრატიული რეჟიმის ფორმირება სირიაში, უფლებების მინიჭება ქურთებისათვის და სხვა ეროვნული უმცირესობისათვის და ფედერაციული სახელმწიფოს შექმნა.

არაბული გაზაფხულის პერიოდში 2011 წლის 4 თებერვალს, ფეისბუკის საშუალებით სირიაში გამოცხადდა რისხვის დღე, რომელშიც მონაწილეობდნენ ქურთი აქტივისტებიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებიდანაც. 2011 წლის 7 ოქტომბერს ერთ-ერთი ქურთი ლიდერი, მაშაალ ტამო, ნიღბიანმა ადამიანებმა ჩაცხრილეს საკუთარ სახლში. ტამოს ბევრი მომხრე მიიჩნევდა, რომ ეს მოხდა სირიის სპეცსამსახურების ორგანიზებით. მეორე დღეს, ტამოს დაკრძალვისას, რომელსაც ესწრებოდა 50 000 ადამიანი, უსაფრთხოების ძალებმა გახსნეს ცეცხლი პროცესიის წინააღმდეგ, დაიღუპა 5 ადამიანი. მოკლული მაშაალ ტამოს შვილმა, ფარესა ტამომ განაცხადა

ვიკიციტატა
„მამაჩემის მკვლელობა — ეს არის ლურსმანი რეჟიმის კუბოზე“

აქედან მოყოლებული ქურთი დემონსტრანტები აქტიურად მონაწილეობდნენ სირიის სამოქალაქო ომში. 2012 წლის ივნისში დაარსდა ოპოზიციური „სირიის ეროვნული საბჭო“ (სეს), რომლის ხელმძღვანელადაც აირჩიეს ეთნიკური ქურთი აბდელ სეიდი (ეს თანამდებობა ეკავა 2012 წლის 9 ნოემბრამდე).

2013 წლის 12 ნოემბერს უმსხვილესმა ქურთულმა პარტიამ „დემოკრატიულმა კავშირმა“ გამოაცხადა ქურთულ რაიონებში გარდამავალი მთავრობის ფორმირების გეგმის შესახებ, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც იქნებოდა ქალაქი ქამიშლი.

2014 წლის 21 იანვარს გამოაცხადეს კანტონ ჯაზირის ავტონომიური თვითმმართველობის შექმნა, ადმინისტრაციული ცენტრით ქამიშლიში. პრეზიდენტად აირჩიეს ექრემ ჰეზო და ჩამოყალიბდა მინისტრთა კაბინეტი 22 ადამიანის შემადგენლობით. კანტონის ოფიციალურ ენებად გამოცხადდა ქურთული, არაბული და სირიული ენები[7].

2016 წლის 17 მარტს გამოცხადდა სამი კანტონის ავტონომიის შექმნის შესახებ[4].

სირიის ქურთისტანში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოა სახალხო ასამბლეა, რომლის წევრებიც ინიშნებიან ეროვნული უმცირესობების ბალანსის გათვალისწინებით. ყველა მუნიციპალიტეტში სამი უდიდესი თანამდებობა უნდა დაეკავებინათ ქურთების, არაბებისა და ასირიელების ან სომხების წარმომადგენლებს და მინიმუმ ერთი უნდა ყოფილიყო ქალი[8].

ქურთისტანის მუშათა პარტიამ უარი განაცხადა ქურთული სახელმწიფს შექმნის გეგმაზე. ამასთან ერთად მან გაავრცელა ქურთებში ლიბერტარიანული მუნიციპალიზმის იდეა, რომელიც მოუწოდებდა ქურთებს შეექმნათ თავისუფალი თვითმმართველი თემები, რომელიც იხელმძღვანელებდა უშუალო დემოკრატიის პრინციპებით და მოგვიანებით გაერთიანდებოდა სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად[8][9].

ქურთების უმაღლესი კომიტეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქურთების უმაღლესი კომიტეტი არის როჟავის დროებითი მთავრობა, რომლის ნახევრს შეადგენდნენ დემოკრატიული კავშირის, ხოლო მეორე ნახევარს — ქურთისტანის ეროვნული საბჭოს წევრები. კომიტეტის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 2012 წლის 12 ივლისს ერბილში. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის მასუდ ბარზანის თანხმობით. კომიტეტის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ აინ-ელ-არაბში.

2013 წელს შეიქმნა რეგიონალური მთავრობა. 2014 წლის იანვარში მიიღეს დროებითი კონსტიტუცია.

საერთაშორისო ურთიერთობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თურქეთის დროშა თურქეთი ამტკიცებს, რომ სახალხო თავდაცვის დანაყოფები ისეთივე ტერორისტული ორგანიზაციაა, როგორც ქურთისტანის მუშათა პარტია.
  • სირიის დროშა მიუხედავად იმისა, რომ სირია წინააღმდეგია ავტონომიის, 2015 წლის მარტში სირიის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა შესაძლებლად მიიჩნევს, აღიარონ სირიის ქურთისტანი „კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“.
  • ფინეთის დროშა ფინეთი, ჟურნალ Suomen Kuvalehti-ის ცნობით, გეგმავს მხარი დაუჭიროს როჟავის მთავრობას და აღადგინოს ინფრასტრუქტურა.
  • რუსეთის დროშა სირიის ქურთისტანის ოფიციალური წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში გაიხსნა მოსკოვში 2016 წლის 10 თებერვალს.[10]
  • გერმანიის დროშა სირიის ქურთისტანის ოფიციალური წარმომადგენლობა გერმანიაში გაიხსნა 2016 წლის 7 მაისს.[11]
  • საფრანგეთის დროშა სირიის ქურთისტანის ოფიციალური წარმომადგენლობა საფრანგეთში გაიხსნა 2016 23 მაისს.[12]
  1. A Dream of Secular Utopia in ISIS' Backyard. New York Times (2015-11-24). ციტირების თარიღი: 2016-05-20.
  2. In der Maur, Renée; Staal, Jonas (2015) „Introduction“, Stateless Democracy. Utrecht: BAK, გვ. 19. ISBN 978-90-77288-22-1. ციტირების თარიღი: 2017-01-07.  დაარქივებული 2016-10-25 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-25. ციტირების თარიღი: 2017-01-07.
  3. Estimate as of mid November 2014, including numerous refugees. "Rojava’s population has nearly doubled to about 4.6 million. The newcomers are Sunni and Shia Syrian Arabs who have fled from violence taking place in southern parts of Syria. There are also Syrian Christians members of the Assyrian Church of the East, Chaldean Catholic Church, Syriac Catholic Church, Syriac Orthodox Church, and others, driven out by Islamist forces. „In Iraq and Syria, it's too little, too late“. Ottawa Citizen. 14 November 2014.
  4. 4.0 4.1 Kurds declare federal region in north
  5. Adib Abdulmajid «Armed Kurds Surround Syrian Security Forces in Qamishli». Rudaaw, 22 июля 2012 г. (ინგლისური)
  6. «Burhan Ghalioun: There Is No Such Thing As Syrian Kurdistan დაარქივებული 2016-03-08 საიტზე Wayback Machine. »(ინგლისური)
  7. http://rwww.kurdishquestion.com/insight-research/dossiers/kurdistan-national-congress-report-what-is-happening-in-rojava/91-kurdistan-national-congress-report-what-is-happening-in-rojava.html[მკვდარი ბმული]
  8. 8.0 8.1 Why is the world ignoring the revolutionary Kurds in Syria? | David Graeber | Comment is free | The Guardian
  9. Hevale: революция в Курдистане. Hevale: революция в Курдистане. ციტირების თარიღი: 2015-10-07.
  10. Сирийские курды открыли представительство в Москве
  11. В столице Германии, открылось представительство Западного Курдистана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 2017-01-08.
  12. В Париже открылось представительство Сирийского Курдистана