მასუდ ბარზანი
იერსახე
| მასუდ ბარზანი ქურთ. Mesûd Barzanî არაბ. مسعود بارزاني | |
| ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 14 ივნისი, 2005 – 1 ნოემბერი, 2017 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ნეჭირვან ბარზანი |
| პრეზიდენტი | ჯალალ თალაბანი |
| დაბადებული | 16 აგვისტო, 1946 მეჰაბადის რესპუბლიკა, სპარსეთი |
| მოქალაქეობა | ერაყის რესპუბლიკა |
| ეროვნება | ქურთი |
| პოლიტიკური პარტია | ქურთისტანის დემოკრატიული პარტია |
| მამა | მუსტაფა ბარზანი |
მასუდ ბარზანი (ქურთ. مەسعوود بارزانی / Mesûd Barzanî; არაბ. مسعود بارزاني; დაბ. 16 აგვისტო, 1946; მეჰაბადი, მეჰაბადის რესპუბლიკა[1], ირანი) — ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი და ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერი.
მასუდ ბარზანი არის ქურთული ნაციონალიზმის ერთ-ერთი ლიდერის, მუსტაფა ბარზანის შვილი. იბრძოდა ფეშმარგას რიგებში ირან-ერაყის ომის დროს ბაღდადის წინააღმდეგ[2]. სადამ ჰუსეინის მმართველობის დამხობის შემდეგ ჩრდილოეთ ერაყში შეიქმნა ქურთული ავტონომიური ერთეული, რომელსაც მართავს 2005 წლიდან.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1946 წლის 22 იანვრიდან 16 დეკემბრამდე ირანის დასავლეთით ქურთულ პროვინციებს აკონტროლებდა თვითგამოცხადებული ქურთული ერი-სახელმწიფო — მეჰაბადის რესპუბლიკა
- ↑ Karsh, Efraim (25 April 2002). The Iran–Iraq War: 1980–1988. Osprey Publishing. pp. 1–8, 12–16, 19–82. ISBN 978-1841763712.