რიჩარდ კირვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ კირვანი
ინგლ. Richard Kirwan
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1733(1733-08-01)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი გოლუეის საგრაფო
გარდ. თარიღი 22 ივნისი, 1812(1812-06-22)[1] [3] [4] [6] (78 წლის)
გარდ. ადგილი დუბლინი
მოქალაქეობა ირლანდიის რესპუბლიკა
საქმიანობა ქიმიკოსი, მეტეოროლოგი, მეცნიერი[7] [8] და გეოლოგი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[9] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[10]

რიჩარდ კირვანი (ინგლ. Richard Kirwan; დ. 1 აგვისტო 1733 — გ. 22 ივნისი 1812) — ირლანდიელი მეცნიერი. მოღვაწეობდა ქიმიის, მეტეოროლოგიისა და გეოლოგიის დარგში. დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა მხარს ფლოგისტონის თეორიას. დაახლოებით 1750-1754 წლებში სწავლობდა პუატიეს უნივერსიტეტში. შემდეგ შევიდა იეზუიტთა ნოვიციატში ქალაქ სენტ-ომერში. უფროსი ძმის გარდაცვალების (1755) შემდეგ დაბრუნდა ირლანდიაში. 1777-1787 წლებში ცხოვრობდა ქალაქ ლონდონში. 1780 წელს აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად. 1799 წელს აირჩიეს ირლანდიის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტად. გეოლოგიაში იყო ნეპტუნიზმის მომხრე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]