რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი
კოორდინატები: 72°40′ ს. გ. 16°00′ დ. გ. / 72.667° ს. გ. 16.000° დ. გ. / -72.667; -16.000
სიგრძე 400 კმ
რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
რისერ-ლარსენის შელფური მყინვარი

რისერ-ლარსენის შელფური მყინვარიშელფური მყინვარი დასავლეთ ანტარქტიდაში, დედოფალ მოდის მიწასთან. გადაჭიმულია ჩრდილოეთით ნორვეგიის კონცხსა და სამხრეთით ლიდანის კუნძულსა და სტენკომბ-უილზის მყინვარს შორის. მყინვარის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ უილიამ სპირზ ბრიუსმა შენიშნა 1904 წელს, ერნესტ შეკლტონმა 1915 წელს და იალმარ რისერ-ლარსენმა 1930 წელს.[1] მყინვარის დიდი ნაწილის აეროფოტოსურათები გადაიღო ნორვეგია-ბრიტანეთ-შვედეთის ანტარქტიდულმა ექსპედიციამ 1951–52 წლებში, რის შედეგადაც მოხდა მისი მოხაზვა. სამხრეთი ნაწილისა და ნაპირის კიდეების დამატებითი მოხაზვა შესრულდა აეროფოტოსურათების ხარჯზე აშშ-ის საზღვაო ძალების „ღრმა გაყინვის“ ოპერაციის დროს 1967–69 წლებში. სახელი ეწოდა ნორვეგიელი კაპიტნის იალმარ რისერ-ლარსენის პატივსაცემად, რომელმაც ეს ტერიტორია გამოიკვლია 1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანი წლების დასაწყისში.[2]

რისერ-ლარსენის შელფური მყინვარის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაპირის ყინულზე, 4.77 კმ² ფართობზე მნიშვნელოვანი ორნითოლოგიური არეალია, სადაც 2009 წელს სატელიტური სურათებით დადგინდა საიმპერატორო პინგვინების მრავალრიცხოვანი კოლონია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]