შინაარსზე გადასვლა

რეზო ასათიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეზო ასათიანი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1971
თბილისი
გარდაცვალების თარიღი ტამიში, აფხაზეთი
გარდაცვალების მიზეზი აფხაზეთის ომის დროს სნაიპერის ტყვიის მოხვედრა
დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაო, თბილისი
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
საქმიანობა სამხედრო პირი

რეზო ასათიანი (დ. 14 დეკემბერი, 1971, თბილისი — გ. 1 დეკემბერი, 1992) — ქართველი სამხედრო პირი.

დაამთავრა თბილისის 126-ე საშუალო სკოლა.

1991 წლის 27 ივნისს გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 1992 წლის 28 აგვისტოს კი სამხედრო სამსახურში. 1992 წლის 1 დეკემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეოთხე სპეცდანიშნულების ბატალიონ "თეთრი არწივის" შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, განთიადში, ტამიშში, კინდღში, ოჩამჩირესა და სოხუმში. 1992 წლის 1 დეკემბერს, მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული სადესანტო იერიშის დროს დაიღუპა სოფელ ტამიშთან სნაიპერის ტყვიით.

  • უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბილისი, 2004, გვ. 55

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეზო_ასათიანი“-დან