რამბუტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რამბუტანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nephelium lappaceum
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 33266

რამბუტანი (ლათ. Nephelium lappaceum) — მარადმწვანე მცენარე საპინდუსისებრთა ოჯახისა. ტროპიკული ხეებია. სიმაღლე 15–24 მ. ფოთლების სიგრძეა 14–30 სმ. ნაყოფი მრგვალ, ერთთესლიან კურკიანას წარმოადგენს, რომლის სიგრძეა 3–6 სმ. სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.

მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ ტროპიკულ საჭმელ მცენარეებთან, როგორიცაა ლიჩი, ლონგანი, პულაზანი და ესპანური ლაიმი. კულტივირებულია მისი გემრიელი ნაყოფი, რომელიც აგრეთვე რამბუტანის სახელწოდებითაა ცნობილი. მისი გენეტიკური მრავალფეროვნების ცენტრია მალაიზია-ინდონეზიის რეგიონი. ფართოდაა კულტივირებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, მალაიზიაში, ტაილანდში, მიანმარში, შრი-ლანკაში, ინდონეზიაში, სინგაპურსა და ფილიპინებში.

გავრცელებულია აგრეთვე აფრიკაში, ოკეანეთსა და ცენტრალურ ამერიკაში. დაახლოებით XIII–XV საუკუნეებში არაბმა მოვაჭრეებმა რამბუტანი შეიტანეს ზანზიბარსა და პემბაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]