რადოკის ტბა
რადოკის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 70°52′ ს. გ. 68°00′ ა. გ. / 70.867° ს. გ. 68.000° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
მაქსიმალური სიღრმე | 362 მ |
![]() |
რადოკის ტბა — მტკნარი წყლის (გამდნარი) ტბა ანტარქტიდის აღმოსავლეთით, რომელიც ვრცელდება ბივერის ტბიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 5 კმ-ში და არამისის ქედიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 24 კმ-ში. იგი უღრმესი ტბაა ანტარქტიდაზე და მისი სიღრმე აღწევს 362 მეტრს[1]. პაგოდრომას მშრალი მთის ხეობით შეერთებულია ბივერის ტბასთან.
ტბა დატანილია რუკებზე ავსტრალიის ეროვნული ანტარქტიკული საკვლევი ექსპედიციის (ANARE) მიერ RAAF 1956 წლის საჰაერო ექსპედიციის ფოტოგრაფიით. სახელი ეწოდა მეტეოროლოგისა და გლაციოლოგის უვე რადოკის პატივსაცემად, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ავსტრალიის ეროვნული ანტარქტიკული საკვლევი ექსპედიციის გლაციოლოგიურ პროგრამას.[2]. რადოკი — ანტარქტიდის კონტინენტის ყველაზე ცნობილი ღრმა და ერთადერთი ცნობილი მტკნარი წყლის ტბაა, რომელშიც მცურავ მდგომარეობაში მდებარეობს მყინვარის ენა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bernd Wagner with a contribution by Martin Klug and Nadja Hultzsch, Amery Oasis 2001/2002: Studied lakes(ინგლისური) // The Expeditions Amery Oasis, East Antarctica, in 2001/02 and Taylor Valley, Southern Victoria Land, in 2002, 2003, ISSN 1818-3193. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wagner 2003.
- ↑ Radok Lake. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური. ციტირების თარიღი: 2013-05-11.