გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა (ინგლ. Geographic Names Information System; GNIS) — მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს აშშ-ის ტერიტორიაზე არსებულ 2 მლნ.-ზე მეტ ფიზიკური თუ კულტურული ობიექტის სახელწოდებასა და ინფორმაციას. წარმოადგენს გეოგრაფიულ ცნობარს. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავებულია აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიერ, ობიექტების სახელწოდებების სტანდარტიზაციის მიზნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]