უვე რადოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უვე რადოკი (ინგლ. Uwe Radok; დ. 8 თებერვალი, 1916 — გ. 28 აგვისტო, 2009) — ავსტრალიელი და ამერიკელი მეცნიერი, სპეციალისტი პოლარული მეტეოროლოგიისა და გლაციოლოგიის დარგში. 1944 წლიდან ფრიც ლევეს ხელმძღვანელობით მუშაობდა მელბურნის უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის კათედრაზე, ხოლო 1961 წლიდან კათედრის გამგე. პოლარულ განედებში იკვლევდა ატმოსფეროს ცირკულაციას, მყინვარული საფარის ქარბუქიან გადაადგილებასა და ტემპერატურულ რეჟიმს. ხელმძღვანელობდა ავსტრალიის ანტარქტიდული ექსპედიციის ფარგლებში მოპოვებული საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მასალების დამუშავებას. 70-იანი წლებიდან მუშაობდა აშშ-ში, ბოულდერის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, სადაც ამუშავებდა პოლარული გლაციოლოგიის ზოგად საკითხებს. 1971-75 წლებში იყო თოვლისა და ყინულის საერთაშორისო კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1975-79 წლებში — პრეზიდენტი. მრავალი წელი იყო გლაციოლოგიის საერთაშორისო კომიტეტის ანტარქტიდული კვლევების სამუშაო ჯგუფის მდივანი, ხოლო 1970-82 წლებში საერთაშორისო ანტარქტიდული გლაციოლოგიური პროექტის საბჭოს მდივანი. თავისი მოღვაწეობის ბოლო წლები გაატარა კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში, ხოლო საბოლოოდ ავსტრალიაში დაბრუნდა. მისი სახელობისაა ტბა ანტარქტიდაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]