აფონსუ (პორტუგალიის პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აფონსუ პორტუგალიელი
Morte do Príncipe D. Afonso, filho de D. João II, na Ribeira de Santarém em 1491 (séc. XVIII), Palácio Nacional de Sintra.png
წოდებები
პორტუგალიის პრინცი
დაიბადა 18 მაისი, 1475
გარდაიცვალა 13 ივლისი, 1491, (16 წლის)
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) ისაბელა არაგონელი
მამა ჟუან II, პორტუგალიის მეფე
დედა ელეანორ ვიზეუელი
რელიგია კათოლიციზმი

აფონსუ პორტუგალიელი (პორტ. Afonso de Portugal; დ. 18 მაისი, 1475 — გ. 13 ივლისი, 1491) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან II-ისა და დედოფალ ელეანორ ვიზეუელის ერთადერთი შვილი. პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე 1481-1491 წლებში. დედოფალ ისაბელა არაგონელის პირველი ქმარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფონსუ დაიბადა 1475 წლის 18 მაისს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ ვიზეუელის პირველი და ერთადერთი შვილი. მას სახელი პაპის, მეფე აფონსუ V-ის პატივსაცემად დაარქვეს. 1481 წელს მამამისი ტახტზე ავიდა და აფონსუ ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა. 1490 წელს აფონსუ დააქორწინეს ესპანეთის მეფე ფერდინანდ II-ისა და დედოფალ ისაბელ I-ის უფროს ქალიშვილზე, ასტურიის პრინცესა ისაბელა არაგონელზე. როდესაც ისაბელას მშობლები დაიღუპებოდნენ, აფონსუ და ისაბელი პორტუგალიისა და ესპანეთის მეფე-დედოფალი გახდებოდნენ, რითაც ეს ორი სამეფო გაერთიანდებოდა. ახალგაზრდა წყვილი ცდილობდა მემკვიდრე გაეჩინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

1491 წლის 13 ივლისს, აფონსუ, რომელიც გამოცდილი მხედარი იყო, მოულოდნელად ჯირითისას ცხენიდან გადმოვარდა და ისე დაშავდა, რომ იმავე დღეს გარდაიცვალა, 16 წლის ასაკში. ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ აფონსუ შემთხვევით კი არ მოკვდა, არამედ მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ ესპანეთ-პორტუგალიის გაერთიანება, რაც ბევრს არ სურდა. ამის შემდეგ მამამისმა თავის მემკვიდრედ თავისი ბიძაშვილი მანუელი დაასახელა, რომელმაც მალევე იქორწინა აფონსუს ქვრივ ისაბელა არაგონელზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Álvarez Palenzuela, Vicente Ángel (2006). "Paz con Portugal". La guerra civil castellana y el enfrentamiento con Portugal. (1475–1479) (in Spanish). Alicante: Biblioteca Virtual Miguel de Cervantes.
  • Carabias Torres, Ana María (1994). Las relaciones entre Portugal y Castilla en la época de los descubrimientos y la expansión colonial (in Spanish). Universidad de Salamanca. ISBN 9788474817928.
  • Fernández Álvarez, Manuel (2003). Isabel la Católica (in Spanish). Madrid: Espasa-Calpe, S.A. ISBN 84-670-1260-9.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal. Dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de História (in Portuguese). Lisbon: A esfera dos livros. ISBN 978-989-626-261-7.