საიდუმლო კუნძული
საიდუმლო კუნძული | |
---|---|
![]() | |
სრული სათაური | The Mysterious Island |
საერთო სათაური | საიდუმლო კუნძული |
ჟანრი | სათავგადასავლო |
ავტორი | ჟიულ ვერნი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | 1875 |
წინა | ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ და ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო |
შემდეგი | The Survivors of the Chancellor |
„საიდუმლო კუნძული“ — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი, რომელიც პირველად 1875 წელს გამოიცა.
საიდუმლო კუნძული ერთგვარი გაგრძელებაა ასევე, ჟიულ ვერნის რომან "80 000 კილომეტრი წყალქვეშ"-ისა. რომანში აღწერილია XIX საუკუნის 60-იანი წლების ამერიკა. ქვეყანა რევოლუციის ქარ-ცეცხლშია გახვეული. ერთი ამერიკელი ინჟინერი სმიტი რამდენიმე მეგობართან ერთად ტყვედ ჩავარდა კონფედერატებს. ისინი მათ დედაქალაქში, რიჩმონდში არიან საპატიო ტყვეობაში. ისინი თავისუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან და გადაწყვეტილი აქვთ გაქცევა. ისინი მოახერხებენ და დირიჟაბლით დატოვებენ ქალაქს, თუმცა ქარი მათ უკაცრიელ კუნძულზე დაანარცხებს, სადაც არავინ სჩანს და სადაც მათ რამდენიმე წელიწადის გატარება მოუწევთ.
იმასთან ერთად, რომ კუნძული დაუსახლებელია, გარშემო არანაირი მიწა არ მოსჩანს და ოთხივე მხარეს ოკეანე აკრავს. როგორც მწერალი გვეუბნება მისი კოორდინატები ასეთია: 27°55′ ს. გ. 143°26′ დ. გ. / 27.917° ს. გ. 143.433° დ. გ. თუმცა, ამ ადგილას არანაირი მიწა არ არსებობს და ძალიან დაშორებულია ხმელეთისგან. სწორედ ამიტომ, კუნძულზე რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ, მისტერ სმიტსა და მის მეგობრებს იმედი თითქმის გადაეწურებათ, რომ ოდესმე მოახერხებენ იქიდან გაღწევას და დაიწყებენ ზრუნვას, რომ კუნძულზე შექმნან საცხოვრებელი პირობები.
ისინი უამრავ რაიმეს მოახერხებენ. მთებში მოიწყობენ ორ სასახლეს, დათესენ პურს, მოახერხებენ ცეცხლის დანთებას და შეიქმნიან საცხოვრებლად იდეალურ პირობებს. ცოტა ხანში, ისინი ზღვაში იპოვიან ყუთს, რომელშიც ძალიან ბევრი რამაა, რასაც მათთვის ცხოვრების გაადვილება შეუძლია. თუმცა, ისინი ვერ ხვდებიან, ვინ დატოვა ან საიდან მოხვდა ამ უკაცრიელ ადგილას ასეთი დიდი "განძი".
"იდუმალი მცველი" მათ ძალიან ბევრჯერ დაეხმარება. სწორედ იგი ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს იმაში, რომ მეგობრები სიკვდილს გადაურჩებიან. საბოლოოდ, მათ წასაყვანად გემ "დუნკანით' კაპიტან გრანტის შვილი რობერტი მოვა. ხოლო ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ასე ეხმარება სმიტსა და მის მეგობრებს, ამას მკითხველი მაშინ გაიგებს, თუ წიგნს წაიკითხავს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „საიდუმლო კუნძული“ ვიკისაწყობში.
- „The Mysterious Island“ — Project Gutenberg-ზე Stephen W. White translation (1876)
- „The Mysterious Island“ — Project Gutenberg-ზე W. H. G.Kingston (Mrs. Agnes Kinloch Kingston) translation (1875)
- The Mysterious Island დაარქივებული 2015-07-11 საიტზე Wayback Machine. Sidney Kravitz's unedited unabridged translation (2001). The extensive introduction and notes for this volume are at Mysterious Island Introduction.
- The Mysterious Island interactive 3D model on CryEngine 1 by Crytek
- North American Jules Verne Society
- Link to a map of Lincoln Island with English labels
|