ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან 80 000 კილომეტრი წყალქვეშ)
Jump to navigation Jump to search
ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ
სრული სათაური Vingt mille lieues sous les mers
საერთო სათაური 80 000 კილომეტრი წყალქვეშ
ჟანრი სათავგადასავლო
ავტორი ჟიულ ვერნი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერის ადგილი საფრანგეთი
გამოცემულია 1870

80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, ორიგინალური დასახელებაა „20 000 ლიე წყალქვეშ“ (ფრანგ. Vingt mille lieues sous les mers) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ჟანრის რომანი, რომელიც პირველად 1870 წელს გამოიცა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზღვაში გამოჩნდება რვაფეხას მსგავსი, მაგრამ მასზე რამდენიმეჯერ დიდი არსება, რომელიც რამდენიმე გემს გაანადგურებს. იგი წყლის ურჩხული ჰგონიათ და მის მოსაკლავად ყველაფერს აკეთებენ. მის გასანადგურებლად აგზავნიან გემ „აბრაამ ლინკოლნს“. ამ გემზე არის ბუნებისმეტყველების პროფესორი თავის რამდენიმე თანამგზავრთან ერთად. ისინი მოხვდებიან ამ რვაფეხის მსგავს არსებაზე. სინამდვილეში, იგი არაა წყალქვეშა ურჩხული. ის გემია, რომელსაც „ნაუტილუსი“ ეწოდება. ეს გემი ყველასათვის კარგად ცნობილ კაპიტან ნემოს ეკუთვნის. ის ტყვეობაში ამყოფებს პროფესორ არონაკსსა და მის მეგობრებს და ეუბნება, რომ ვერასოდეს მოახერხებენ „ნაუტილუსიდან“ გაღწევას.

რომანში ბრწყინვალედაა აღწერილი წყალქვეშა სამყარო. პროფესორი არონაკსი თითქმის მსოფლიოში მდებარე ყველა ოკეანესა თუ ზღვას შემოივლის. მას ძალიან მოეწონება ეს ყველაფერი, თუმცა მაინც სურს, რომ ხმელეთზე მოახერხოს დაბრუნება და ამისათვის მუდამ გეგმებს აწყობს.

საბოლოოდ, იგი და მისი მეგობრები მოახერხებენ „ნაუტილუსიდან“ დაღწევას, როცა გემი განადგურდება. ნაუტილუსს მთლიანად ზღვა შთანთქავს, ხოლო კაპიტანი ნემოს ბედი ბუნებისმეტყველების პროფესორისთვის უცნობი რჩება. 80 000 კილომეტრი წყალქვეშის გაგრძელებაა რომანი საიდუმლო კუნძული, რომელშიც კაპიტანი ნემოს ისტორია გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: