ჟერარ დეპარდიე
ჟერარ დეპარდიე | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ჟერარ ქსავიე მარსელ დეპარდიე |
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი, 1948 შატორუ, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1972-დღემდე |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში |
სეზარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
სხვა ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის |
ჟერარ ქსავიე მარსელ დეპარდიე (ფრანგ. Gérard Xavier Marcel Depardieu, CQ; დ. 27 დეკემბერი, 1948) — ფრანგი კინომსახიობი. თამაშობს ფართო სპექტრის როლებს განსხვავებული ჟანრების ფილმებში: კომედიებში („მამა - ჩემი საყვარელი“), მელოდრამებში („მთვარე საკანალიზაციო თხრილში“), კოსტიუმირებულ ისტორიულ ფილმებში („დანტონი“, „ვატელი“, „ვიდოკი“), კლასიკურ დრამატულ რეპერტუარში („სირანო დე ბერჟერაკი“), აბსურდულ ექსპერიმენტებში („ცივი საუზმე“). საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოელი მსახიობი იყო ჟან-პოლ ბელმონდოსა და ალენ დელონთან ერთად. პოპულარობა ძირითადად სამმა ფილმმა მოუტანა, სადაც კომედიურ დუეტშია პიერ რიშართან: „უბედონი“ (1981), „მამიკოები“ (1983), „გაქცეულები“ (1986).
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![]() |
მოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1976 | ფ | მეოცე საუკუნე | Novecento | ოლმო დალკო |
1980 | ფ | უკანასკნელი მეტრო | Le Dernier Métro | ბერნარ გრანჟე |
1981 | ფ | მეზობელი ქალი | La Femme d'à côté | ბერნარ გოდრი |
1987 | ფ | ჟან დე ფლორეტი | Jean de Florette | ჟან კადორე |
1988 | ფ | კამილა კლოდელი | Camille Claudel | ოგიუსტ როდენი |
1990 | ფ | სირანო დე ბერჟერაკი | Cyrano de Bergerac | სირანო დე ბერჟერაკი |
1990 | ფ | მწვანე ბარათი | Green Card | ჟორჟ ფაურე |
1998 | ფ | რკინის ნიღაბი | The Man in the Iron Mask | პორთოსი |
1999 | ფ | ასტერიქსი და ობელიქსი კეისრის წინააღმდეგ | Astérix et Obélix contre César | ობელიქსი |
2002 | ფ | ასტერიქსი და ობელიქსი: მისია „კლეოპატრა“ | Astérix & Obélix: Mission Cléopâtre | ობელიქსი |
2002 | ფ | მე დინა ვარ | I Am Dina | იაკობ გრონლევი |
2007 | ფ | ცხოვრება ვარდისფერ ფერებში | La Vie en rose | ლუი ლეპლე |
2008 | ფ | ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე | Astérix aux Jeux Olympiques | ობელიქსი |
2008 | ფ | ასტერიქსი და ობელიქსი: ღმერთო დაიფარე ბრიტანია | Astérix et Obélix: God save Britannia | ობელიქსი |
2008 | ფ | მერინი | Mesrine | გვიდო |
2012 | ფ | პის ცხოვრება | Life of Pi | კოკი |
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დეპარდიე 15-ჯერ იყო წარდგენილი სეზარის ჯილდოზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ორჯერ მოიგო ის 1980 და 1990 წლებში. მიღებული აქვს კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები, ოქროს გლობუსი. 1990 წელს აგრეთვე მიიღო ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის „სირანო დე ბერჟერაკი“.