ალენ დელონი
ალენ დელონი | |
---|---|
დაბადების სახელი | ალენ ფაბიენ მორის მარსელ დელონი |
დაბადების თარიღი |
8 ნოემბერი, 1935 სო, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
18 აგვისტო, 2024 (88 წლის) დუში (ლუარე, საფრანგეთი) |
მოქალაქეობა |
საფრანგეთი შვეიცარია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1957–2012 |
სეზარი |
საუკეთესო მსახიობი კაცი 1984 — ჩვენი ისტორია |
საიტი | |
ხელმოწერა |
ალენ დელონი (ფრანგ. Alain Delon; დ. 8 ნოემბერი, 1935, სო, საფრანგეთი — გ. 18 აგვისტო, 2024, დუში (ლუარე)) — ფრანგი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალენის მამა, კორსიკელი ფაბიენ დელონი ო-დე-სენის ქალაქ სოში პატარა კინოთეატრის მმართველი იყო, დედა, ედიტი კი — ფარმაცევტი. 1939 წელს მშობლები განქორწინდებიან და პატარა ალენს ჯერ ერთი ოჯახი იშვილებს, შემდეგ კი სენ-ნიკოლა დ'ინის კათოლიკურ პანსიონში მიაბარებენ, სადაც მთელ ახალგაზრდობას ატარებს. იგი მეამბოხე და უდისციპლინო ბავშვია, რის გამოც სკოლიდან 6-ჯერ გააგდებენ. მალე ალენის დედა მეორედ გათხოვდება პოლ ბულონზე, რომელიც ძეხვეულის ფაბრიკაში მუშაობს. ალენი მამინაცვლის პროფესიას ეუფლება და მოგვიანებით მის საქმიანობას აგრძელებს, თუმცა ეს საერთოდ არ ხიბლავს.
1953 წელს ალენი სამხედრო სამსახურში მიდის და ინდოჩინეთის ომში იღებს მონაწილეობას. სამი წლის შემდეგ, საფრანგეთში დაბრუნებული იძულებულია წვრილი სამუშაოები შეასრულოს საარსებო თანხის საშოვნელად. მალე იგი ხვდება ჟან-კლოდ ბრიალის, რომელიც მიიპატიჟებს კანის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე. აქ განსაკუთრებულად ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდას მალევე ამჩნევენ. იგი რამდენიმე სასინჯ ჩვენებას გაივლის და ადვილად შეაღწევს კინემატოგრაფიის სამყაროში ყოველგვარი პროფესიული განათლების გარეშე.
1957 წელს გამოდის მისი პირველი ფილმი, ივ ალეგრეს „როცა ქალი ერევა“, რასაც ძალიან დიდი წარმატება მოჰყვება მთელს ევროპაში. ამის შემდეგ დელონის კარიერა სწრაფად ვითარდება, მასთან თანამშრომლობენ ცნობილი ევროპელი და ამერიკელი რეჟისორები. 1958 წელს, „კრისტინას“ გადაღების დროს ალენ დელონი გაიცნობს რომი შნაიდერს. ალენი ამ დროს 23 წლისაა, რომი — 20-ის. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და 1959 წლის 22 მარტს დაინიშნებიან. მათი წყვილი მშვენიერების, ახალგაზრდობისა და წარმატების განსახიერებად იქცევა შოუ-ბიზნესის სფეროში.
1960 წელს დელონი თამაშობს ლუკინო ვისკონტის ფილმში, „როკო და მისი ძმები“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალურ პრიზს დაიმსახურებს.
1964 წელს დელონი დაშორდა რომი შნაიდერს და ცოლად შეირთო ნატალი კანოვასი, რომელთანაც შეეძინა ვაჟიშვილი, ენტონი. 1967 წელს ალენი და ნატალი დელონები ერთად მონაწილეობენ ჟან-პიერ მელვილის ფილმში „სამურაი“. 1968 წელს, „ჯეფის“ გადაღების დროს ალენს მირეი დარკი შეუყვარდა და ცოლს დაშორდა.
1974 წელს ალენ დელონი ორგანიზებას უკეთებს საფრანგეთში კრივში საერთაშორისო ჩემპიონატს. ამავე პერიოდში ის აგებს თავლას დოღის ცხენების მოსაშენებლად და იღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ჯირითში. 1978 წელს იწყებს თავისი სახელობის სუნამოს, შამპანურის, კონიაკის, მაჯის საათების, სათვალეების, სიგარეტის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოშვებას ჟენევაში. ამ წამოწყებას მსახიობისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს. მალე დელონი შვეიცარიაში სახლდება და მოქალაქეობასაც იღებს.
1987 წელს დელონი ცოლად ირთავს ნიდერლანდელ მანეკენს, როზანი ვან ბრიმენს, რომელთანაც 1990 წელს შეეძინება ქალიშვილი, ანუშკა და 1994 წელს - ვაჟიშვილი, ალენ-ფაბიენი. 2001 წელს ფოტოგრაფი კრისტიან აარონ ბულონი გამოსცემს მოგონებების წიგნს „სიყვარული არასოდეს ივიწყებს“, სადაც ამტკიცებს, რომ იგი ალენ დელონის არაღიარებული შვილია. მომდევნო წელს როზალი ვან ბრემენი ალენ დელონს მიატოვებს, რასაც 67 წლის მსახიობი მწვავედ განიცდის.
2003 წელს კლაუდია კარდინალე მას მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავს“ გადასცემს, ორი წლის შემდეგ კი ჟაკ შირაკი საპატიო ლეგიონის ორდენს მიანიჭებს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1957 | ფ | როცა ქალი ერევა | Quand la femme s'en mêle | ჟო |
1958 | ფ | იყავი ლამაზი და გაჩუმდი | Sois belle et tais-toi | ლულუ |
1962 | ფ | კრისტინა | Christine | ფრანც ლობჰაინერი |
1959 | ფ | სუსტი ქალები | Faibles femmes | ჟულიენ ფენალი |
1959 | ფ | მოსწავლეთა გზა | Le chemin des écoliers | ანტონ მიკუ |
1960 | ფ | როკო და მისი ძმები | Rocco e i suoi fratelli | როკო პარონდი |
1960 | ფ | თაკარა მზე | Plein Soleil | ტომ რიპლი |
1961 | ფ | რა სასიხარულოა ცხოვრება | Che gioia vivere | ულისე |
1961 | ფ | ცნობილი სიყვარულები | Les Amours célèbres | პრინცი ალბერტი |
1961 | ფ | დაბნელება | Eclipse | პიერო |
1962 | ფ | ეშმაკი და ათი მცნება | Le diable et les dix commandements | პიერ მესაჟე |
1963 | ფ | ლეოპარდი | Il Gattopardo | ტანკრედი |
1963 | ფ | შავი ტიტა | La Tulipe noire | გიიომი |
1963 | ფ | მელოდია სარდაფიდან | Mélodie en sous-sol | ფრანსისი |
1964 | ფ | დაუმორჩილებელი | L'Insoumis | თომას ვლასენროტი |
1964 | ფ | ყვითელი როლს-როისი | The Yellow Rolls-Royce | სტეფანო |
1965 | ფ | მკვლელები სან-ფრანცისკოდან | Once a Thief | ედი პედაკი |
1965 | ფ | პარიზი იწვის? | Paris brûle-t-il? | ჟაკ შაბან-დელმა |
1966 | ფ | ტეხასო, აი ჩვენც! | Texas nous voilà | დონ ბალდაზარი |
1966 | ფ | ცენტურიონები | Lost Command | კაპიტანი ფილიპი |
1967 | ფ | თავგადასავლების მაძიებლები | The Last Adventure | მანიუ |
1967 | ფ | სამურაი | Le Samouraï | ჯეფ კოსტელო |
1968 | ფ | მშვიდობით, მეგობარო | Adieu l'ami | დინო ბარანი |
1968 | ფ | მოტოციკლეტი | La Motocyclette | დენიელი |
1968 | ფ | აუზი | La Piscine | ჟან-პოლი |
1969 | ფ | ჟეფი | Jeff | ლორენი |
1969 | ფ | სიცილიური კლანი | Le Clan des Siciliens | როჟე სარტე |
1970 | ფ | მედლი | Madly | ჟულიენ დანდიუ |
1970 | ფ | ბორსალინო | Borsalino | როკო ზიფრედი |
1970 | ფ | წითელი წრე | Le Cercle rouge | კორეი |
1971 | ფ | წითელი მზე | Soleil Rouge | გაუჩე |
1971 | ფ | ტროცკის მკვლელობა | The Assassination of Trotsky | ფრენკ ჯეკსონი |
1971 | ფ | ქვრივი კუდერკი | La Veuve Couderc | ჟან ლავინი |
1971 | ფ | პოლიციელი | Un flic | ედუარდ კოლემანი |
1972 | ფ | პროფესორი | La prima notte di quiete | დანიელ დომინიკი |
1973 | ფ | შოკის მკურნალობა | Traitement de choc | დოქტორ დევილერსი |
1973 | ფ | ტონი არცენტა | Tony Arzenta | ტონი არცენტა |
1973 | ფ | სკორპიო | Scorpio | ჟან ლაურიე |
1973 | ფ | დამწვარი საკუჭნაოები | Les Granges brûlées | მოსამართლე ლარშერი |
1973 | ფ | ღმერთების რასა | La Race des seigneurs | ჟულიენ დანდიუ |
1973 | ფ | ორნი ქალაქში | Deux hommes dans la ville | ჯინო სტრაბილი |
1974 | ფ | ბორსალინო და კომპანია | Borsalino & Co. | როკო ზიფრედი |
1975 | ფ | ზორო | Zorro | ზორო |
1975 | ფ | ბოშა | Le Gitan | ჰუგო სენატი |
1975 | ფ | პოლიციელის ისტორია | Flic Story | როჯერ ბორნიშე |
1976 | ფ | ბუმერანგივით | Comme un boomerang | ჟაკ ბატკინი |
1976 | ფ | არმაგედონი | Armaguedon | მაიკლ ამბროიზი |
1976 | ფ | ბატონი კლეინი | Monsieur Klein | რობერტ კლეინი |
1977 | ფ | აჩქარებული ადამიანი | L'Homme pressé | პიერ ნიო |
1977 | ფ | გაიძვერას სიკვდილი | Mort d’un pourri | ქსავიე მარეშალი |
1977 | ფ | განგი | Le Gang | რობერტი |
1978 | ფ | ფრთხილად, ბავშვები გვიყურებენ | Attention, les enfants regardent | კაცი |
1979 | ფ | აეროპორტი 79 კონკორდი | The Concorde… Airport '79 | პოლ მეტრანი |
1979 | ფ | სამხედრო ექიმი | Le Toubib | ჟან-მარი დესპრი |
1980 | ფ | თეირანი-43 | Teheran 43. Nid d'espions | ინსპექტორი ფოში |
1980 | ფ | სამი ზედმეტია | Trois Hommes à abattre | მიშელ ჟერფო |
1981 | ფ | პოლიციელის ტყავისთვის | Pour la peau d'un flic | ჩუკასი |
1982 | ფ | შოკი | Le choc | მარტინ ტერიე |
1983 | ფ | სვანის სიყვარული | Un amour de Swann | ბარონი დე შარლიუ |
1984 | ფ | ჩვენი ისტორია | Notre histoire | რობერტ ავრანში |
1985 | ფ | პოლიციელის სიტყვა | Parole de flic | დენიელ პრატი |
1986 | ფ | პასაჟი | Le Passage | ჟან დიაზი |
1988 | ფ | ნუ გააღვიძებ მძინარე პოლიციელს | Ne réveillez pas un flic qui dort | კომისარი ეჯენ გრინელი |
1990 | ფ | ახალი ტალღა | Nouvelle Vague | ლენოქსი |
1992 | ფ | კაზანოვას დაბრუნება | Le Retour de Casanova | კაზანოვა |
1992 | ფ | კრიმინალი | Un Crime | ჩარლ დურანი |
1995 | ფ | სიმონ სინემას ას ერთი ღამე | Les cent et une nuits de Simon Cinéma | კამეო |
1996 | ფ | დღე და ღამე | Le Jour et la nuit | ალექსანდრე |
1997 | ფ | ორიდან ერთი შანსი | Une chance sur deux | ჟულიენ ვინალი |
1999 | ფ | მსახიობები | Les Acteurs | კამეო |
2008 | ფ | ასტერიქსი ოლიმპიურ თამაშებზე | Astérix aux Jeux Olympiques | იულიუს კეისარი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალენ დელონის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-10-02 საიტზე Wayback Machine.
- ალენ დელონი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ალენ დელონი
- ალენ დელონის ფოტოები დაარქივებული 2009-02-08 საიტზე Wayback Machine.