შინაარსზე გადასვლა

ჟან-პოლ ბელმონდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-პოლ ბელმონდო
დაბადების სახელი Jean-Paul Charles Belmondo
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1933
ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 6 სექტემბერი, 2021 (88 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა  საფრანგეთი[1]
ალმა-მატერი ელზასის სკოლა, Conservatoire national supérieur d'art dramatique და ლუი დიდის ლიცეუმი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957-2008
პარტნიორ(ებ)ი Laura Antonelli და ურსულა ანდრესი
შვილ(ებ)ი Paul Belmondo, Stella Belmondo, Patricia Belmondo და Florence Belmondo
სეზარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

1989 — ბედით განებივრებული

ჟან-პოლ ბელმონდო (ფრანგ. Jean-Paul Belmondo[ʒɑ̃.pɔl.bɛl.mɔ̃'do]; დ. 9 აპრილი, 1933, ნეიი-სიურ-სენი, ო-დე-სენა, ილ-დე-ფრანსი, საფრანგეთი — გ. 6 სექტემბერი, 2021, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მსახიობი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.

ჟან-პოლ ბელმონდო დაიბადა 1933 წლის 9 აპრილს საფრანგეთში, სენის დეპარტამენტის ნეისიურ-სენში ცნობილი პარიზელი მოქანდაკის პოლ ბელმონდოს ოჯახში. 20 წლის ასაკში ჩააბარა დრამატული ხელოვნების უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც დაიწყო სცენაზე პროფესიული კარიერა.

ბელმონდო 1986 წლამდე კომერციული თვალსაზრისით ერთ-ერთი წარმატებული მსახიობი იყო. მან, ალენ დელონის მსგავსად, თავისი ფილმების შესაქმნელად ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია „Cerito“ (ეს მისი ბებიის ქალიშვილობის გვარია).

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1960 ჩოჩარა La Ciociaraმიშელ დე ლიბერო
1960 უკანასკნელ ამოსუნთქვაზე À bout de souffle მიშელ პოიკარი
1960 მოდერატო კანტაბილე Moderato Cantabileშოვინი
1962 კარტუში Cartouche ლუი დომინიკი („კარტუში“)
1964 კაცი რიოდან L'Homme de Rio ადრიან დიუფურკე
1965 გიჟი პიერო Pierrot le Fouპიერო
1969 მისისიპის ქალთევზა La Sirène du Mississippiლუის მაე
1970 ბორსალინო Borsalinoფრანსუა კაპელა
1973 ბრწყინვალე Le Magnifique ფრანსუა მერლინ / ბობ სენ-კლერ
1979 ვინ ვინ არის Flic ou voyou ანტონიო ჩერუტი
1981 პროფესიონალი le Professionnel მაიორი ჟოსლენ ბომონი
1989 ბედით განებივრებული Itinéraire d'un enfant gâtéსემ ლიონი
1995 საბრალონი Les Misérablesანრი ფორტინი / ჟან ვალჟანი
1998 ორიდან ერთი შანსი Une chance sur deuxლეო ბრასაკი
2009 კაცი და მისი ძაღლი Un homme et son chienჩარლზი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.