ცხოვრება ვარდისფერ ფერებში (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“
რეჟისორი ოლივიე დაჰანი
სცენარის ავტორი იზაბელ სობელმენი
ოლივიე დაჰანი
როლებში მარიონ კოტიარი
ჟერარ დეპარდიე
სილვი ტესტუ
კომპოზიტორი კრისტოფერ განინგი
ედიტ პიაფი
სტუდია Picturehouse (აშშ)
გამოსვლის თარიღი გერმანია:
8 თებერვალი, 2007
ნიდერლანდები:
8 მარტი, 2007
აშშ:
8 ივნისი, 2007
ხანგრძლივობა 140 წუთი
ქვეყანა საფრანგეთი
გაერთიანებული სამეფო
ჩეხეთის რესპუბლიკა
აშშ
ენა ფრანგული
ინგლისური
ბიუჯეტი 25 000 000 $
შემოსავალი:
86,274,793$

"ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" (ფრანგ. საერთაშორისო სახელწოდება: La Vie en rose) (ორიგინალი, ფრანგული სახელწოდება: La Môme, ქართულად: ბავშვი) — 2007 წლის ფრანგული ფილმი, რომელიც გადაღებულია სეზარის ჯილდოს ნომინანტი რეჟისორის – ოლივიე დაჰანის მიერ. ფილმი მოგვითხრობს ფრანგი მომღერლის – ედიტ პიაფის შესახებ.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილმმა მიიღო ხუთი სეზარი, მათ შორის საუკეთესო ქალი მსახიობისათვის. ასევე მარიონ კოტიარმა დაიმსახურა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოსკარი გადაეცა მსახიობს ფრანგულენოვანი როლისათვის. ის ასევე არის პირველი ფრანგი მსახიობი, რომელმაც აიღო ბაფტა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და ასევე პირველია, რომელმაც მიიღო ოქროს გლობუსი კომედიაში ან მიუზიკლში უცხოენოვანი ფილმისათვის. ეს ფილმი ასევე გახდა პირველი ფრანგული ფილმი, რომელმაც აიღო ორი ოსკარი.

ოსკარი

BAFTA

ოქროს გლობუსი

სეზარი

  • საუკეთესო მსახიობი ქალი: მარიონ კოტიარი
  • საუკეთესო დიზაინი: ოლივიე რაუ
  • საუკეთესო ოპერატურა: ტეცუო ნაგატა
  • საუკეთესო ხმა: ლორენ ცაილინგი, პასკალ ვილარი, მარკ დოსნი, ჟან-პიერ ურიე
  • საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: მარიტ ალენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]