პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი
პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი Publius Postumius Tubertus | |
რომის რესპუბლიკის კონსული | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 505 – ძვ. წ. 505 თანაკონსული: მარკუს ვალერიუს ვოლუსუსი | |
წინამორბედი | ფლავიუსი და აკვილინუსი |
მემკვიდრე | პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 503 – ძვ. წ. 503 თანაკონსული: აგრიპა მენენიუს ლანატუსი | |
წინამორბედი | პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
მემკვიდრე | ტრიკოსტუსი და ვისცელინუსი |
მოქალაქეობა | რომის რესპუბლიკა |
პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი (ლათ. Publius Postumius Tubertus) — რომაელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, რომელიც ორჯერ აირჩიეს რომის რესპუბლიკის კონსულის თანამდებობაზე. პუბლიუსი პირველად კონსულის თანამდებობაზე ძვ. წ. 505 წელს აირჩიეს, მოღვაწეობდა თანაკონსულ მარკუს ვალერიუს ვოლუსუსთან ერთად. ამ პერიოდში საბინებსა და რომაელებს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. თუმცა პუბლიუსმა და მისმა თანაკონსულმა მარკუს ვალერიუსმა წარმატებულად იბრძოლეს საბინების წინააღმდეგ და გამარჯვებაც მოიპოვეს, მოგვიანებით ორივე მათგანი ტრიუმფით დააჯილდოვეს[1]. მეორედ პუბლიუსი ძვ. წ. 503 წელს აირჩიეს კონსულად, ამ დროს მისი თანაკონსული აგრიპა მენენიუს ლანატუსი იყო. ტიტუს ლივიუსის ჩანაწერების მიხედვით იმავე წელს რომის კოლონიური ლათინური ქალაქები პომეცია და კორა აჯანყდნენ, თუმცა პუბლიუს პოსტუმიუსმა ლათინების აჯანყება ჩაახშო. ამ გამარჯვებით პუბლიუსი მეორედ დააჯილდოვეს ტრიუმფით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რომის კონსულების სია
- რომის რესპუბლიკი კონსულები
- რომის კონსულები და მათი მმართველობა დაარქივებული 2017-01-21 საიტზე Wayback Machine.
- რომის რესპუბლიკი კონსულების ჩამონათვალი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ტიტუს ლივიუსი. რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან. 2.16
წინამორბედი: ფლავიუსი და აკვილინუსი |
რომის რესპუბლიკის კონსული თანაკონსული: პუბლიუს პოსტუმიუს ტუბერტუსი ძვ. წ. 505 |
შემდეგი: პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
წინამორბედი: პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
რომის რესპუბლიკის კონსული თანაკონსული: აგრიპა მენენიუს ლანატუსი ძვ. წ. 503 |
შემდეგი: ტრიკოსტუსი და ვისცელინუსი |