პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა
პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა (ლათ. Publius Valerius Publicola, დ. უცნობია ― გ. ძვ. წ. 503) — რომის რესპუბლიკის კონსული ძვ. წ. 509-507 და ძვ. წ. 504 წლებში.
მეფის დამხობა და ბრუტუსის კონსულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პუბლიუს ვალერიუსი სწორედ იმ ვალერიუსის ჩამომავლად ითვლება, რომელმაც რომულუსი და ტატიუსი შეარიგა და ორი ერის გაერთიანებას შეუწყო ხელი.
ჯერ კიდევ ტარკვინიუსის განდევნამდე პუბლუს ვალერიუსმა თავისი სიკეთით, გულისხმიერებით და უხვობით გაითქვა სახელი. იგი მდიდარი და გიჭირვებულთათვის გულუხვი ადამიანი იყო. ყველა მოელოდა რომ მეფის დამხობის შემდეგ იგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადანიანი გახდებოდა ახლად დაარსებულ რესპუბლიკაში. მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ მეფის დამხობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, პირველ საკონსულო არჩევნებზე ბრუტუსმა და ტარკვინიუს კოლატინუსმა გაიმარჯვეს.
გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, იგი პირადად არ ემტერებოდა სამეფო ოჯახს, ამიტომ რომაელები მას არ ენდობოდნენ. პუბლიკოლა ამით შეურაცხყოფილი იყო და შეწყვიტა სენატის სხდომებში მონაწილეობა. თუმცა როდესაც ბრუტუსმა სენატორებსა და რომის მოსახლეობას მოსთხოვა დაეფიცებინათ, რომ ისინი არ დაუშვებდნენ მეფის მმართველობას რომში, პუბლიკოლაც მოვიდა ფორუმზე და დაიფიცა.
როდესაც რომში ტარკვინიუსის ელჩები ჩამოვიდნენ და სცადეს რესპუბლიკელების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა[1], პუბლიკოლამ მოღალატეთა მხილებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამ მოვლენებმა მას რომაელი ხალხის სიყვარული და ნდობა მოუტანა. ტარკვინიუს კოლატინუსის[2] გადადგომის და განდევნის შემდეგ კი იგი ბრუტუსთან ერთად მეორე კონსული გახდა.
პირველი კონსულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტარკვინიუსმა კი, რადგან შეთქმულებით ვერაფერს ვერ მიაღწია, დაარწმუნა ეტრუსკები გამოსულიყვნენ რომაელების წინააღმდეგ. ბრძოლაში დაიღუპა ბრუტუსიც და ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსიც. ისინი ბრძოლის დაწყების თანავე ეძგერნენ ერთმანეთს და შუბებით განგმირეს ერთმანეთი. ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო, მაგრამ რომაელებმა გაიმარჯვეს. პუბლიკოლა კი ტრიუმფით დაბრუნდა რომში.
მალე კი პუბლიკოლას პოპულარობა ისევ უნდობლობით შეიცვალა. ამბობდნენ თითქოს კონსულს გამეფება უნდა, რომ იგი ტარკვინიუსზე უფრო მდიდარ სახლში ცხოვრობს ველიას ბორცვზე. როდესაც მან გაიგო თუ რას ამბობდა მასზე ხალხო, დაიქირავა მუშები და ერთ ღამეში დაანგრევინა სახლი თვითონ კი მეგობრებთან გადასახლდა. მოგვიანებით რომაელებმა მას უბოძეს მიწის ნაკვეთი სადაც აუშენეს სახლი[3].
კანონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხალხის გულის მოსაგებად და დემოკრატიის გასაძლიერებლად მან ლიქტორების ფასცებიდან ბრძანა ამოეღოთ ნაჯახები და სახალხო კრებებზე უნდა დაეშვათ. ამან გაამართლა და კონსულის პოპულარობა კვლავ გაიზარდა, თან მას პუბლიკოლა შეარქვეს (ლათ. poplicola - ხალხის მეგობარი).
პუბლიკოლამ შეავსო სენატის შემადგენლობა, შემდეგ შემოიტანა კანონი, რომლის მიხედვითან ხალხს ჰქონდა უფლება მაგისტრების და კონსულის გადაწყვეტილებების გასაჩივრება. მან ასევე დააკანონა იმათი სიკვდილით დასჯა, ვინც ეცდება ძალით მოიპოვოს ხელისუფლება. მან ასევე გაათავისუფლა ღარიბები ნალოგებისგან, კონსულის არ დამორჩილება ისჯებოდა ჯარიმით 5 ძროხა და 2 ცხვარი. იმ დროს რომაელებში ფული ჯერ არ იყო ფართოთ გავრცელებული და ქონება საქონლის რაოდენობით იზომებოდა. ხოლო თუ ვინმე მოისურვებდა სამეფო ძალაუფლებას იგი და მისი ქონება იწყევლებოდა.
პუბლიკოლას არ სურდა თვითონ ემართა ფინანსური საკითხები და პასუხი ეგებინა სახელმწიფო ხაზინაზე, ამიტომ მან დააწესა რომ ხაზინა სატურნის ტაძარში ყოფილიყო, ხოლო მისი მმართველობა არჩევით კვესტორებს ევალებოდათ. ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ მან კონსულის არჩევნები მოაწყო სადაც ლუკრეციუსმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს უკანასკნელი რამდენიმე დღეში მოკვდა და არჩევნები ხელმეორედ ჩატარდა და მარკუს ჰორაციუსმა გაიმარჯვა.
მეორე კონსულობა და ეტრუსკებთან ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 508 წელს პუბლიკოლა კიდევ ერთხელ აირჩიეს კონსულად, და მასთან ერთად ტიტუს ლუკრეციუსი. ტარკვინიუსი კი იმ ბრძოლის შემდეგ, სადაც მან ვაჟი დაკარგა, მივიდა ლარსუს პორსენუსთან და დახმარება სთხოვა. პორსენუსის ჯარი რომს მიადგა. მათ მალე დაიკავეს ტიბროსის მარჯვენა ნაპირვე გამაგრებული ბორცვი იანიკულუსი. მდინარის პირზე გაიმართა გაცხარებული ბრძოლა, სადაც ორივე კონსული მძიმედ დაიჭრა. ამის გამო რომაელები მორალურად დაეცნენ და უკან დაიხიეს. მტრების ჯარი ტიბროსზე ხიდს მოადგა, როლის შემდეგაც იწყებოდა რომი, მაგრამ ჰორაციუს კოკლესმა[4], გერმანიუსმა და ლარციუსმა შეაჩერეს მტერი, სანამ დანარჩენმა ჯარისკაცებმა მოასწრეს ხიდის დანგრევა. კოკლესის გმირობით აღფრთოვანებულმა პოპლიკომან ბრძანა გამოეწოთ მისთვის იმდენი მიწა, რამდენის მოხვნასაც იგი ერთ დღეში შეძლებდა და ყველა რომაელს მოუწოდა ქონების ნაწილი მიეცათ მისთვის, ხოლო მოგვიანებით მას ქანდაკება დაუდგეს.
პორსენუსმა რომს ალყა შემოარტყა. ამ დროს კიდევ ერთი ეტრუსკული ჯარი მოადგა რომს, რომელიც რომაელებმა დაამარცხეს და განდევნეს. პუბლიკოლა კი მესამედ აირჩიეს კონსულად. ამ პერიოდში კიდევ ერთი გმირობა ჩასიდინა რომაელმა მუციუსმა. მან ერტუსკად გადაიცვა და პორსენუსის ბანაკში შეიპარა, იგი მეფეს სახეზე არ იცნობდა, ამიტომ მოკლა ვინც მეფე ეგონა. იგი დაიჭირეს და დასაკითხად მეფეს მიგვარეს. აქ ცხელი ნაკვერჩლები იყო რომელიც პორსენუსს მსხვერპლშეწირვისთვის სჭირდებოდა. მუციუსმა ხელი დაადო მაკვერჩლებს და არ აიღო სანამ განცვიფრებულმა მეფემ მას ხმალი არ დაუბრუნა და არ გაათავისუფლა. მაშინ მუციუსმა მადლობის ნიშნათ უთხრა რომ მის ბანაკში მის გარდა კიდევ 300 გადაცმული რომაელია, ვინხ მეფის მოკვლას აპირებს.
რომაელების გულადობით აღფრთოვანებულმა პორსენუსმა დაიწყო პუბლიკოლასთან სამშვიდობო მოლაპარკება. რომაელებმა ეტრუსკებს მძევლად 10 ლატრიციუსი და 10 ქალი გადასცეს, მათ შორის პუბლიკოლას ქალიშვილი ვალერია. მალე ეტრუსკებმა დატოვეს თავისი ბანაკი და რაც კი ჰონება იყო იქ, რომაელებს დაუტოვეს.
საბინელებთან ომი და მეოთხე კონსულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 505 წელს როდესაც კონსული პუბლიკოლას ძმა მარკუსი იყო, რომის მიწებს საბინელები შემოესივნენ. მარკუსმა ისინი ორივე ბრძოლაში ბრწყინვალედ დაამარცხა, რისთვისაც ხალხმა მადლობის ნიშნად პალატინზე სახლი აუგო. ძვ. წ. 504 წელს პუბლიკოლა კიდევ ერთხელ აირჩიეს კონსულად. საბინელებმა და ლათინებმა განიძრახეს რომთან ახალი ომის დაწყება, მაგრამ საბინელებს შორის სერიოზული უთანხმოება დაიწყო, ვინმე აპიუს კლავზუსი, მდიდარი და გავლენიანი ადამიანი, არწმუნებდა თანამემამულეებს რომთან ომის უსარგებლობაში. მის წინააღმდეგ დიდი მოძრაობა დაიწყო, რამაც საბინელებს ომის დაწყებაში ხელი შეუშალა. პუბლიკოლამ იცოდა ამ ამბის შესახებ და გაუგზავნა კლავზუსს წერილი, რომლითაც მას რომში გადმოსახლება ურჩია. კლავზუსმა ყველაფერი კარგად აწონდაწონა და თავის მეგობრებთან და მომხრეებთან ერთად რომში წავიდა. აქ პუბლიკოლა მათ გარგად შეხვდა, ჩამოსული საბინელები რომის მოქალაქეებად მიიღეს და მიწები დაურიგეს, კლავზუსი კი სენატორი გახდა. ითვლება რომ იგი კლავდიუსების წინაპარი იყო.
ამის შემდეგ საბინელებმა გამოილაშქრეს რომზე. მათ განიძრახეს ჩაესაფრებინათ ფეხოსნები რომთან ახლოს და მხედრების მეშვეობით გამოეტყუებინათ რომის ჯარი და შემდეგ დასხმოდნენ თავს, მაგრამ პუბლიკოლამ გაიგო ამის შესახებ და ზომები მიიღო. მისმა სიძემ პოსტუმიუს ალბუსმა, თვითონ ჩაუსაფრდა ჩასაფრებულ საბინელებს, მეორე კონსული ლუკრეციუსი მხედრებს უნდა დასხომდა თავს, ხოლო პუბლიკოლა კი მტრის ბანაკს უნდა დასხმოდა.
დილას, როდესაც ბრძოლა შედგა ნისლი ჩამოწვა რომაელებმა გეგმის მიხედვით დაიწყეს ბრძოლა. საბინელები მალე აიშალნენ და გაიქცნენ. არავინ არ ცდილობდა პოზიციების შენარჩუნებას, რადგან ეგონათ რომ სხვა რაზმები იგებენ ბრძოლას. ამგვარად საბინელებმა ძლიერი მარცხი განიცადეს. რომაელებმა კი ბევრნი ჩაიგდეს ტყვეთ და დიდი ნადავლიც მიიღეს. პუბლიკოლამ მეორე ტრიუმფი გადაიხადა.
შემდეგ ძვ. წ. 503 წელს მან აღარ წარმოადგინა საკუთარი კანდიდატურა კონსულების არჩევნებზე და მალევე გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს, ხოლო რომაელი ქალები მთელი მომდევნო წელი მის პატივსაცემად ძაძებს ატარებდნენ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პლუტარქე "პარალელური ბიოგრაფიები", პუბლიკოლას ცხოვრება
- ტიტუს ლივიუსი "რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან"
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ამის შესახებ დაწვრილებით ბრუტუსის ბიოგრაფიაში იხილეთ.
- ↑ პლუტრქეს და ტიტუს ლივიუს ეს ამბები ცოტა სხვადასხვანაერად აქვთ აღწერილი. ლივიუსის მიხედვით კოლატინუსს რომი ტარკვინიუსის ელჩების ჩამოსვლამდე დაატოვებინეს, მხოლოდ იმიტომ, ტომ მასაც ტარკვინიუსი ერქვა. ხოლო პლუტარქეს მიხედვით ამ შეთქმულების დროს იგი ჯერ კიდევ კონსული იყო, მაგრამ სულიერი სისუსტე გამოიჩინა, რადგან შეთქმულთა რიცხში მისი ნათესავებიც იყვნენ და ამის შემდეგ მოუწია რომიდან წასვლა.
- ↑ ლივიუსის მიხედვით მან თვითონ აიშენა სახლი.
- ↑ ეს ეპიზოლი ტიტუს ლივიუსს აქვს დაწვრილებით აღწერილი. რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან II წიგნი. 10
წინამორბედი: ლუციუს იუნიუს ბრუტუსი, ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი |
კონსული ძვ. წ. 509 (245) & პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი suff. მარკუს ჰორაციუს პულვილუსი |
შემდეგი: პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი, პუბლიკოლა |
წინამორბედი: პუბლიკოლა, პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი suff. მარკუს ჰორაციუს პულვილუსი |
კონსული ძვ. წ. 508 (246) & პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი |
შემდეგი: პუბლიკოლა, მარკუს ჰორაციუს პულნუსი |
წინამორბედი: პუბლიკოლა, პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი |
კონსული ძვ. წ. 507 (247) & მარკუს ჰორაციუს პულნუსი |
შემდეგი: სპურიუს ლარციუს რუსფუსი, ტიტუს ჰერმინიუს აკილინუსი |
წინამორბედი: მარკუს ვალერიუსი ვოლუსი, პუბლუის პოსტუმიკოს ტიბერიუსი |
კონსული ძვ. წ. 504 (250) & ტიტუს ტრიციპიტინუსი |
შემდეგი: მემენიუს აგრიპა, პუბლუის პოსტუმიკოსი ტიბერიუსი |
|