მარკუს ჰორაციუს პულვილუსი
მარკუს ჰორაციუს პულვილუსი Marcus Horatius Pulvillus | |
რომის რესპუბლიკის კონსული (სუფექტი) | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 509 – ძვ. წ. 509 თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა (სუფექტი) | |
წინამორბედი | პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
მემკვიდრე | პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ძვ. წ. 507 – ძვ. წ. 507 თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა | |
წინამორბედი | პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
მემკვიდრე | ფლავიუსი და აკვილინუსი |
მოქალაქეობა | რომის რესპუბლიკა |
შვილები | გაიუს ჰორაციუს პულვილუსი |
მარკუს ჰორაციუს პულვილუსი (ლათ. Marcus Horatius Pulvillus) — რომაელი პოლიტიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა რომში მონარქიის დამხობისა და რესპუბლიკად გარდაქმნის პერიოდში. მარკუსი ჰორაციუსების საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ორჯერ აირჩიეს რომის კონსულის თანამდებობაზე. ძვ. წ. 509 წელს, როდესაც სპურიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსის გარდაიცვალა მარკუსი კონსულ-სუფექტად აირჩიეს, მისი თანაკონსული პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა იყო. ძვ. წ. 507 წელს კი იგი მეორედ იქნა არჩეული, თუმცა ამჯერად უკვე კონსულად, მისი თანაკონსული კვლავ პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა იყო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერძენი ისტორიკოსი დიონისე ჰალიკარნასელი მარკუს აღწერს, როგორ მრავალი ჯილდოს მქონე რევოლუციონერს, რომელიც რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსის წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის მიერ აღწერილ რომაულ რევოლუციაში მისი წვლილი ნახსენები არ არის.
მარკუს ჰორაციუსი რომის კონსულად ძვ. წ. 509 წელს, რომის რესპუბლიკის არსებობის პირველივე წელს აირჩიეს, მან სპურიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსის ჩაანაცვლა, რომელიც ასაკის გამო თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თანამდებობაზე ყოფნისას მისი კოლეგა (თანაკონსული) პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა იყო. მასთან ერთად მსახურობზე კონსულის თანამდებობაზე ძვ. წ. 507 წელსაც, როდესაც მარკუსი მეორედ აირჩიეს რომის კონსულად.
ზოგიერთი წყაროს თანახმად მარკუს ჰორაციუსი და პონტოფექს მაქსიმუსი ერთი და იგივე პიროვნება იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რომის კონსულების სია
- მარკუს ჰორაციუს პულვილუსი
- რომის რესპუბლიკი კონსულები
- რომის აღზევება: მარკუს ჰორაციუსი
- რომის კონსულები და მათი მმართველობა დაარქივებული 2017-01-21 საიტზე Wayback Machine.
- რომის რესპუბლიკი კონსულების ჩამონათვალი
წინამორბედი: პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
რომის რესპუბლიკის კონსული (სუფექტი) თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა (სუფექტი) ძვ. წ. 509 |
შემდეგი: პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
წინამორბედი: პუბლიკოლა და ტრიციპიტინუსი |
რომის რესპუბლიკის კონსული თანაკონსული: პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა ძვ. წ. 507 |
შემდეგი: ფლავიუსი და აკვილინუსი |