შინაარსზე გადასვლა

პროპაგანდა ფიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტაბ–ბინა რომში

პროპაგანდა ფიდე (ლათ. სრული დასახელება Sacra Congregatio de Propaganda Fide, რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაცია) — რომის კათოლიკური ეკლესიის სამისიონერო ორგანიზაცია. შეიქმნა რომის პაპის გრიგოლ XV-ს 1622 წლის 22 ივნისის ბულას საფუძველზე. 1988 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ მოახდინა კონგრეგაციის რეორგანიზაცია, რის შედეგადაც იგი გადაკეთდა ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციად (Congregatio pro Gentium Evangelizatione).

პროპაგანდა ფიდე საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის 20-ანი წლებიდან საქართველოში კათოლიკე მისიონერები იწყებენ ჩამოსვლას. მათ აგზავნიდა „პროპაგანდა ფიდე“, რომელიც მოწოდებული იყო კათოლიციზმის ქადაგებით გაეზარდათ რომის პოლიტიკური გავლენა ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში და ადგილზე შეესწავლათ ირანთან დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტები. მისიონერებმა თავდაპირველად გორში დაიდეს ბინა, მაგრამ ქართლში როსტომის გამეფების შემდეგ ოდიშში გადაინაცვლეს, სადაც ლევან II დადიანი მათ საუკეთესო პირობებს ჰპირდებოდა. მისიის ოდიშში გადატანის იდეა, როგორც ჩანს, ნიკიფორე ჩოლაყაშვილს ეკუთვნოდა.

„პროპაგანდა ფიდეს" არქივში უამრავი მასალაა დაცული საქართველოს შესახებ. მისიონერები ჰყვებიან ქართულ კულტურაზე, გეოგრაფიაზე, პოლიტიკაზე. საცავში ინახება ქართველი მეფეებისა და რომის პაპის მიმოწერა, არსებობს 1600 წლით დათარიღებული ხის დაფა ქართული დამწერლობის ნიმუშით და კიდევ უამრავი მასალა, 1633 წლიდან მოყოლებული 1900-იან წლებამდე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]