შინაარსზე გადასვლა

სანქტი-სპირიტუსის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სანკტი-სპირიტუსის პროვინცია)
პროვინცია
სანქტი-სპირიტუსის პროვინცია
Provincia de Sancti Spíritus
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
ადმ. ცენტრი სანქტი-სპირიტუსი
შიდა დაყოფა კაბაიგუანი, ფომენტო, ხატიბონიკო, ლა-სიერპე, სანქტი-სპირიტუსი, ტაგუასკო, ტრინიდადი და იაგუახაი
კოორდინატები 22°00′00″ ჩ. გ. 80°00′00″ დ. გ. / 22.00000° ჩ. გ. 80.00000° დ. გ. / 22.00000; -80.00000
ფართობი 6 736,51 კმ²
მოსახლეობა 463 009 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 68,73 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-41

სანქტი-სპირიტუსის პროვინციაკუბის ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ამავე სახელწოდების, სანქტი-სპირიტუსი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქია ტრინიდადი.

პროვინციის სამხრეთი სანაპირო ბრტყელია, მაგრამ დასავლეთი ნაწილი მთიანია. სამხრეთ-აღმოსავლეთში მრავლადაა მანგროს ტყე და ჭაობი. ჩრდილოეთი სანაპირო მოიცავს მნიშვნელოვან ვეთლენდებს და დაცულ ტერიტორიებს, მაგალითად ბუენა-ვისტას ყურესა და კაგუანესის ეროვნულ პარკს.

პროვინციაში მდებარეობს კუბის ტერიტორიაზე უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი სასა.

XVII საუკუნეში, თანამედროვე სანქტი-სპირიტუსის პროვინციის ტერიტორიაზე კონტროლის ასაღებად ერთამანეთს ეჯახებდონენ ჰოლანდიელი და ბრიტანელი მეკობრეები, მაგრამ მცირე წარმატებით, რადგან მათ ეფექტურად იგერიებდა ესპანური გარნიზონი.

1660-დან 1680 წალმდე, ქალაქი ტრინიდადი იამაიკელ მეკობრეებს ეპყრათ, რომელმაც ის ორგზის დაანგრიეს.

სიენფუეგოსის, სანკტი-სპირიტუსისა და ვილია-კლარას პროვინციები ერთ დროს აწ უკვე აღარ არსებული ლას-ვილიასის პროვინციის ნაწილი იყო.

პროვინციის ყველაზე შემოსავლიანი სექტორია ტურიზმი, რაც ძირითადად კონცენტრირებულია ქალაქ ტრინიდადის გარშემო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და გამოირჩევა დიდი რაოდენობით კოლონიური ნაგებობებით, რომლებიც XVI საუკუნით თარიღდება.

ისევე როგორც დანარჩენ კუბაში, ამ არეალშიც მნიშვნელოვანია შაქრის ლერწამი და მესაქონლეობა. ასევე მოყავთ თამბაქო და ბრინჯი.

მუნიციპალიტეტიმოსახლეობა
(2004)
ფართობი
(კმ²)
მდებარეობა
კაბაიგუანი67 22459722°05′02″ ჩ. გ. 79°29′43″ დ. გ. / 22.08389° ჩ. გ. 79.49528° დ. გ. / 22.08389; -79.49528 (Cabaiguán)
ფომენტო33 52847122°06′19″ ჩ. გ. 79°43′12″ დ. გ. / 22.10528° ჩ. გ. 79.72000° დ. გ. / 22.10528; -79.72000 (Fomento)
ხატიბონიკო42 70876521°56′47″ ჩ. გ. 79°10′03″ დ. გ. / 21.94639° ჩ. გ. 79.16750° დ. გ. / 21.94639; -79.16750 (Jatibonico)
ლა-სიერპე16 9371 03521°45′39″ ჩ. გ. 79°14′36″ დ. გ. / 21.76083° ჩ. გ. 79.24333° დ. გ. / 21.76083; -79.24333 (La Sierpe)
სანქტი-სპირიტუსი133 8431 15121°56′03″ ჩ. გ. 79°26′37″ დ. გ. / 21.93417° ჩ. გ. 79.44361° დ. გ. / 21.93417; -79.44361 (Sancti Spíritus)
ტაგუასკო36 36551822°00′19″ ჩ. გ. 79°15′54″ დ. გ. / 22.00528° ჩ. გ. 79.26500° დ. გ. / 22.00528; -79.26500 (Taguasco)
ტრინიდადი73 4661 15521°48′16″ ჩ. გ. 79°58′58″ დ. გ. / 21.80444° ჩ. გ. 79.98278° დ. გ. / 21.80444; -79.98278 (Trinidad)
იაგუახაი58 9381 03222°19′50″ ჩ. გ. 79°14′13″ დ. გ. / 22.33056° ჩ. გ. 79.23694° დ. გ. / 22.33056; -79.23694 (Yaguajay)
წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[1] Area from 1976 municipal re-distribution.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.