საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი პორტ-საიდი. საგუბერნატოროს ფართობი საკმაოდ პატარაა 72 კმ². ფართობის სიმცირის მიუხედავად პროვინციაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, 2006 წლის მონაცემებით პორტ-საიდის მოსახლეობა 570 768 ადამიანიას შეადგენს. პროვინციაში ყველაზე გავრცელებული ენაა არაბული. საგუბერნატოროს მმართველია მუსტაფა აბდელ-ლატიფი.