ასუანის მუჰაფაზა
მუჰაფაზა | |||||
---|---|---|---|---|---|
ასუანი أسوان | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 23°35′24″ ჩ. გ. 32°49′12″ ა. გ. / 23.59000° ჩ. გ. 32.82000° ა. გ. | ||||
ფართობი | 34 608 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 179 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 184 432 კაცი (2001) | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.aswan.gov.eg | ||||
ასუანი (არაბ. أسوان) — ეგვიპტის 29 საგუბერნატოროდან ერთ-ერთი. საგუბერნატორო მდებარეობს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში . ასუანის ტერიტორია მოიცავს მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს. პროვინციას ესაზღვრება 3 ეგვიპტიური საგუბერნატორო : ახალი ველი , წითელი ზღვა და ლუქსორი. პროვინციას სამხრეთიდან ესაზღვრება სუდანი.
ასუანის საგუბერნატოროში მდებარეობს ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი აბუ სიმბალი. საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ასუანი. პროვინციის ფართობი შეადგენს 34 608 კმ²-ს . 2001 წლის მონაცემებით ასუანის მოსახლეობა 1 184 432 ადამიანია . პროვინციაში ყველაზე გავრცელებული ენებია არაბული და ნუბიური.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საგუბერნატორო იყოფა 5 ადმინისტრაციულ ერთეულად (რაიონად):
სხვა ქალაქები:
ცნობილი ასუანელელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აბას ელ აქადი - მწერალი, ფილოსოფოსი
- მუჰამედ მუნირი - მომღერალი
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ საიტი დაარქივებული 2007-11-18 საიტზე Wayback Machine.
|