საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლუქსორი. ლუქსორის საგუბერნატორო ეგვიპტურ საგუბერნატოროებს შორის ფართობით ყველაზე მცირეა. მისი ფართობი სულ რაღაც 55 კმ²-ია. მიუხედავად ფართობის ასეთი სიმცირისა, პროვინციაში მოსახლეობის რაოდენობა დიდია. 2006 წლის მონაცემებით ლუქსორის მოსახლეობა 451 318 ადამიანია.