წითელი ზღვის მუჰაფაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰაფაზა
წითელი ზღვა
البحر الأحمر
დროშა გერბი

ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე
კოორდინატები 25°32′01″ ჩ. გ. 33°26′18″ ა. გ. / 25.53361° ჩ. გ. 33.43833° ა. გ. / 25.53361; 33.43833
ფართობი 203 685 კმ²
ცენტრის სიმაღლე 23 მეტრი
მოსახლეობა 288 233 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.redsea.gov.eg
წითელი ზღვის მუჰაფაზა — ეგვიპტე
წითელი ზღვის მუჰაფაზა

წითელი ზღვა (არაბ. البحر الأحمر) — ეგვიპტის 27 საგუბერნატოროდან ერთ-ერთი. საგუბერნატორო მდებარეობს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში . წითელი ზღვის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ფართო გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე, საგუბერნატოროს დასავლეთი საზღვარი გადის მდინარე ნილოსზე. წითელი ზღვის საგუბერნატოროს ძირითადი ნაწილი უკავია ნუბიის უდაბნოს. პროვინციას ესაზღვრება 9 ეგვიპტიური საგუბერნატორო : ასუანი , ლუქსორია, კენა, სუჰაგი, ასიუტი, ელ-მინია, ბანი-სუაფი, ელ-ფაიუმი და სუეცი. პროვინციას სამხრეთიდან ესაზღვრება სუდანი.

საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰურგადა. 2006 წლის მონაცემებით წითელი ზღვის მოსახლეობა 322,421 ადამიანია . ტერიტორიის მხრივ წითელი ზღვის საგუბერნატორო საკმაოდ დიდია, მისი ფართობი 203 685 კმ²-ია. პროვინციაში ყველაზე გავრცელებული ენაა არაბული. დღეისთვის საგუბერნატოროს მმართველია აჰმედ აბდალა.[1]

წითელი ზღვის გუბერნატორების სია
დაწყება დამთავრება სახელი
ნოე 1961 იან 1965 აბდ აზიზ მუსტაფა
ივლ 1965 ოქტ 1965 ჰამიდ მაჰმუდი
ოქტ 1965 მაი 1968 მუჰამედ სიეფ ალ-იაზლ ქელეფა
მაი 1968 სექ 1969 ჰასან ქემელ მაჰამედი
იან 1970 მარ 1976 სულეიმან მუჰამედ მზჰერი
მარ 1976 ნოე 1976 იბრაჰიმ ფოუა ნასერი
ნოე 1976 დეკ 1980 ალი აჰმედ ოთმანი
იან 1981 მაი 1991 იუსუფ აფიფი მუჰამედი
მაი 1991 აგვ 1991 მუჰამედ სალაჰ მუსბაჰი
აგვ 1991 ოქტ 1993 მუჰამედ იასრი ალ-სამი
ოქტ 1993 იან 1996 აბდელ მონიმ საიდი
იან 1996 ივლ 1997 მუჰამედ ზაჰარ აბდელ რაჰმანი
ივლ 1997 იან 2006 საად აბო რედე
იან 2006 აპრ 2008 აბუ ბექრ ჰასან ალ-რაშედი
აპრ 2008 ? მუჰამედ მაჰდი ქაბისი
? დღემდე აჰმედ აბდალა

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტური ნავთობის და გაზის 75% სწორედ წითელი ზღვის საგუბერნატოროში მდებარეობს. პროვინციაში ასევე მოიპოვებენ ფოსფორს , ოქროს , ვერცხლს, ქრომს, მარგანეცს, ვოლფრამს და ზურმუხტს.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგუბერნატოროში მდებარეობს 6 ძირითადი ქალაქი ესენია:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Egypt Gov Governorates Directory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 17 October 2016.