პორტალი:მითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
μυθολογία მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.
რედაქტირება რჩეული სტატია

არგონავტები (ძვ. ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთის სამეფოში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.

არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“. (...სრულად)

რედაქტირება სხვა პროექტებში
რედაქტირება კატეგორიები
რედაქტირება რჩეული სურათი
რედაქტირება იცოდით, რომ
ტლაჰუიზკალპანტეკუჰტლი
ტლაჰუიზკალპანტეკუჰტლი
  • ...ბერძნული ტაძარი მცირე ზომის ტალახითა და ხით ნაგები სტრუქტურებიდან (ძვ. წ. IX ს.) ამჟამად კარგად ცნობილ კლასიკურ ქვის მონუმენტებად განვითარდა (ძვ. წ. VI ს.)...
  • ...ტლაჰუიზკალპანტეკუჰტლი პლანეტა ვენერას ღმერთი იყო აცტეკთა რწმენით...
  • ...ფილიპინელი ჩიტის სიკეთე ან სიბოროტე დამოკიდებულია მისი ფრენის სიმაღლეზე...
  • ...უგარიტული იამი არის აბრაჰამული ეშმაკის სატანა...
რედაქტირება დობილი პორტალები