Paul Is Live
Paul Is Live | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
საკონცერტო ალბომი - პოლ მაკ-კარტნი | ||||
გამოცემის თარიღი |
15 ნოემბერი 1993 (ბრიტანეთი) 16 ნოემბერი 1993 (აშშ) | |||
ჩაიწერა | 22 მარტი – 15 ივნისი 1993 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 85:00 | |||
ლეიბლი | Parlophone/EMI | |||
პროდიუსერი | პოლ მაკ-კარტნი | |||
პოლ მაკ-კარტნი – ქრონოლოგია | ||||
|
პროფესიონალური შეფასებები | |
---|---|
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Encyclopedia of Popular Music | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Entertainment Weekly (ალბომი) | B+[3] |
Entertainment Weekly (ვიდეო) | B[4] |
The Essential Rock Discography | 4/10[5] |
MusicHound | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
The Rolling Stone Album Guide | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Paul Is Live — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მესამე ოფიციალური საკონცერტო ალბომი. იგი გამოიცა 1993 წელს ტურნეს New World Tour პერიოდში, რომელიც ალბომის Off the Ground მხარდასაჭერად გაიმართა. ალბომის ყდა წარმოადგენს შეთქმულების თეორიის პოლი მკვდარია თემაზე რამდენიმე ვარიაციას.
სათაური და ყდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ალბომის სახელწოდება, ყდასთან ერთად, წარმოადგენს თეორიის პოლი მკვდარია ვარიაციას. პოლი მკვდარია იყო ჭორი, რომელიც გავრცელდა 1969 წელს, მას შემდეგ, როდესაც გამოიცა The Beatles-ის Abbey Road:[8][9]
- ნომერი "281F" Volkswagen Beetle-ზე სხვადასხვა ადამიანმა ამოიკითხა, როგორც "28IF". როდესაც გამოვიდა Abbey Road, პოლი 28 წლის იყო. ამ ალბომზე წერია "51IS", რაც იკითხება, როგორც 51 წელი.
- პოლი გამოსახულია ფეხსაცმელებით. Abbey Road-ზე იგი ქუჩაზე ფეხშიშველი გადადის.
- პოლი დგამს მარცხენა ფეხს. ორიგინალურ გარეკანზე იგი დგამდა მარჯვენა ფეხს და არა მარცხენას, როგორც The Beatles-ის სამი სხვა წევრი.
- პოლს ძაღლის თასმა უკავია მარცხენა ხელში, ვინაიდან იგი ცაციაა. Abbey Road-ის შემთხვევაში ბევრი თვლიდა, რომ პოლი მოკვდა, ვინაიდან გარეკანზე გამოსახულს მარჯვენა ხელში სიგარეტი ეკავა.
- Abbey Road-ის ორიგინალური გარეკანის შემთხვევაში ამბობდნენ, რომ მარცხენა მხარეს მდგარი ყველა მანქანის ხაზით შეერთებისას ხაზი პოლის თავში გაივლიდა. ამ გარეკანზე პოლი წინ იხრებაა და ამიტომ ეს ხაზი მას ვერ ეხება
- პოლიციის მანქანა ამოღებული იქნა, ვინაიდან Abbey Road-ის შემთხვევაში მსმენელები ფიქრობდნენ, რომ იგი სიმბოლურად წარმოადგენდა პოლიციელებს, რომლებიც, თითქოს ჯგუფის დანარჩენ სამ წევრს აჩუმებდნენ პოლის სიკვდილის შესახებ, რათა მთელ მსოფლიოში მოყვარულებს თავი არ მოეკლათ.
გარეკანზე გამოსახულია ძაღლი ეროუ, რომელიც არის მართას შვილი. მართა იყო ძაღლი, რომლის გავლენით დაიწერა "Martha My Dear". გარეკანის ძირითადი სურათი Abbey Road-ის ფოტოსესიიდან არის, რომელზეც იენ მაკმილანი მუშაობდა. თუმცა, არის განსხვავებები ამ და ორიგინალურ ფოტოსურათს შორის. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ტაქსი, რომელიც Abbey Road-ის გარეკანზე გამოტანილი და არ არის ამ გარეკანზე. რეტუშირებაზე იმუშავა კომპიუტერულმა გრაფიკოსმა ერვინ კოისტერმანსმა, რომელმაც წაშალა The Beatles და დაამატა მაკ-კარტნი და ძაღლი, რომლებიც ლინდა მაკ-კარტნის მიერ მოწოდებული 35 მმ-იანი ფირიდან აიღო.
გამოცემა და მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შედგენილი ავსტრალიასა და აშშ-ში კონცერტებისგან, Paul Is Live მიჰყვება 1989-1990 წლის ტურნეს Paul McCartney World Tour. მანამდე უკვე გამოიცა Tripping the Live Fantastic, ტურნე კი სამ წელიწადს გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საერთო წინა ცოცხალ ალბომთან მას აქვს "Live And Let Die", Paul Is Live იქცა მაკ-კარტნის ყველაზე ნაკლებად გაყიდვად საკონცერტო ალბომად. ბრიტანეტში იგი #34, ხოლო აშშ-ში - #78 პოზიციამდე ავიდა.
სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Drive My Car* (2:34)
- Let Me Roll It (პოლი და ლინდა მაკ-კარტნი) (4:10)
- Looking for Changes+ (2:43)
- Peace in the Neighbourhood+ (4:50)
- All My Loving* (2:16)
- Robbie's Bit (Thanks Chet) (2:00) (ასრულებს რობი მაკინტოში, შეიქმნა ჩეტ ატკინსის გავლენით)
- Good Rockin' Tonight (როი ბრაუნი) (2:48)
- We Can Work It Out* (2:42)
- Hope of Deliverance+ (3:29)
- Michelle* (2:56)
- Biker Like an Icon+ (3:40)
- Here, There and Everywhere* (2:29)
- My Love (პოლ მაკ-კარტნი და ლინდა მაკ-კარტნი) (4:06)
- Magical Mystery Tour* (3:15)
- C'Mon People+ (5:38)
- Lady Madonna* (2:33)
- Paperback Writer* (2:39)
- Penny Lane* (2:58)
- Live and Let Die (პოლ მაკ-კარტნი და ლინდა მაკ-კარტნი) (3:51)
- Kansas City – (ჯერი ლიბერი და მაიკ სტოლერი) (3:54)
- Welcome to Soundcheck (0:41)
- Hotel in Benidorm+ (2:00)
- I Wanna Be Your Man* (2:36)
- A Fine Day+ (6:18)
* : ავტორები ლენონი/მაკ-კარტნი
+ : ავტორი - პოლ მაკ-კარტნი
ყველა სიმღერა Kansas City-ს შემდეგ ჩაიწერა კონცერტების წინ, ხმის შემოწმებისას და სავარაუდოდ, იმპროვიზაციებია..
პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პოლ მაკ-კარტნი – ვოკალი, აკუსტიკური, ელექტრონული, ბას-გიტარა, ფორტეპიანო
- ლინდა მაკ-კარტნი – ბეკ-ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, პერკუსია, ავტოარფა
- ჰემიშ სტიუარტი – აკუსტიკური და ელექტრონული გიტარები, აკუსტიკური და ელექტრონული ბას-გიტარები, ბეკ-ვოკალი
- რობი მაკინტოში – აკუსტიკური და ელექტრონული გიტარები, ბეკ-ვოკალი
- პოლ „უიქს“ უიკენსი – კლავიშებიანი საკრავები, აკორდეონი, აკუსტიკური გიტარა, პერკუსია, ბეკ-ვოკალი
- ბლერ კენინგემი – დასარტყმელი ინსტრუმენტები, პერკუსია
ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Paul Is Live საიტზე Allmusic
- ↑ ლარკინი, კოლინ (2006). The Encyclopedia of Popular Music (მეოთხე გამოცემა). ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი: Oxford University Press, გვ. 1257. ISBN 0-19-531373-9.
- ↑ სინკლერი, ტომ. (19 ნოემბერი 1993) Music Review: Paul McCartney: Paul Is Live. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-25. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო 2011.
- ↑ გივენსი, რონ. (8 აპრილი 1994) Video Review: Paul McCartney: Paul is Live: In Concert on the New World Tour. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-07. ციტირების თარიღი: 30 მაისი 2011.
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2006). The Essential Rock Discography. ედინბურგი, ბრიტანეთი: Canongate, გვ. 696. ISBN 978-1-84195-827-9.
- ↑ გრაფი, გერი; დურხჰოლცი, დენიელ (რედ.) (1999). MusicHound Rock: The Essential Album Guide. ფარმინგტონ-ჰილზი, მიჩიგანი: Visible Ink Press. გვ. 730. ISBN 1-57859-061-2.
- ↑ Paul McCartney: Album Guide. rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი 2014.
- ↑ „Paul Is Dead – Conspiracy Theories – TIME“. time.com. 20 ნოემბერი 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2011.
- ↑ Beatles CD's – Paul Is Live withdrawn issue. rarebeatles.com. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო 2011.
- ↑ Paul McCartney – Paul Is Live – austriancharts.at. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2013.
- ↑ dutchcharts.nl Paul McCartney – Paul Is Live. dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2013.
- ↑ Album Search: Paul McCartney – Paul Is Live გერმანული (ASP). Media Control. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2013.
- ↑ ポール・マッカートニーポール・イズ・ライブ~ニュー・ワールド・ツアー・ライブ!!/ポール・マッカートニー-リリース-ORICON STYLE-ミュージック იაპონურად. oricon.co.jp. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2013.
- ↑ Salaverri, Fernando (სექტემბერი 2005). Sólo éxitos: año a año, 1959–2002, პირველი, Spain: Fundación Autor-SGAE. ISBN 84-8048-639-2.
- ↑ swedishcharts.com Paul McCartney – Paul Is Live. Sverigetopplistan. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2013.
- ↑ Paul McCartney > Artists > Official Charts. UK Albums Chart. ციტირების თარიღი: 1 მაისი 2013.
- ↑ Allmusic – Paul Is Live > Charts & Awards > Billboard Albums
- ↑ Solo Exitos 1959–2002 Ano A Ano: Certificados 1991–1995. Solo Exitos 1959–2002 Ano A Ano.
- ↑ American video certifications – Paul McCartney – Paul Is Live. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Video Longform, და ბოლოს - SEARCH