პოლი არნოლდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლი არნოლდი
პოლი ლუის არნოლდი
დაბ. თარიღი 24 ივლისი, 1972
დაბ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ედინბურგის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი; სასექსის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები ფულბრაიტის პროგრამა; როზალინდ ფრანკლინის ჯილდო (2012); კორდეი-მორგანის ჯილდო (2012)
საიტი chemistry.berkeley.edu/faculty/chem/polly-arnold

პოლი არნოლდი (ინგლ. Polly Arnold; დ. 24 ივლისი, 1972) — ინგლისელი ქიმიკოსი, ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ქიმიური მეცნიერების განყოფილების დირექტორი და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი [2][3]. 2007 წლიდან 2009 წლამდე პოლ არნოლდი იკავებდა ედინბურგის უნივერსიტეტის, ქიმიის სკოლის, ქრამ ბრაუნის თავმჯდომარის თანამდებობას და გახლდათ საინჟინრო და ფიზიკის კვლევის სამეცნიერო საბჭოს წევრი [4][5][6][7][8][9].

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლი არნოლდმა განათლება მიიღო „ნოტინგ ჰილის და ილინგის“ საშუალო სკოლასა და „ვესტმინსტერის“ სკოლებში. პოლმა ქიმია შეისწავლა ბრაზენოზის კოლეჯში. 1994 წელს კი სწავლა განაგრძო ოქსფორდში, სწავლის პერიოდში აგრეთვე მუშაობდა დერმოტ ო’ჰარესთან და მეთიუ როსეინსკისთან [5]. 1997 წელს ასპირანტურაში სწავლა გაიარა სასექსის უნივერსიტეტში, სადაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს მოსაპოვებლად მას ხელმძღვანელობდა ჯეფრი კლოკი [10][5].

კვლევა და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არნოლდის კვლევა ფოკუსირებულია საძიებო სინთეზურ ქიმიაზე, განსაკუთრებით იმ კომპლექსების წარმოებაში, რომლებიც ავლენენ უჩვეულო სტრუქტურულ კავშირს ადრეულ გარდამავალ მეტალში, კერძოდ ლანთანოიდებისა და აქტინოიდების. ასეთი ცოდნა კი უშუალოდ ემყარება კატალიზატორების აღმოჩენასა და ბირთვული ნარჩენების ქცევის მეცნიერულ გაგებას [11][4].

არნოლდი კითხულობს ლექციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აგრეთვე აძლევს რჩევებს მთავრობებსა და ინდუსტრიის სექტორში მოღვაწე პირებს. პოლი არნოლდი ხშირად ჩნდება ტრადიციულ და სოციალურ მედიაში [12]. ის აქტიურად განიხილავს ზოგადად მრავალფეროვნების მნიშვნელობას მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლი არნოლდს მიენიჭა როსალინდ ფრანკლინის პრემია 2012 წელს მისი სამეცნიერო მიღწევებისთვის[13], შემდგომში კი აღნიშნული ჯილდო გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფილმის „ქიმიური დისბალანსი“ შექმნის დასაფინანსებლად, სადაც ის აღმასრულებელი პროდიუსერია. იმავე წელს მას ასევე მიენიჭა ქიმიის სამეფო საზოგადოების კორდაი-მორგანის პრემია „მცირე მოლეკულის გააქტიურების საქმეში ორგანომეტალიანი ურანის გამოყენებისთვის და ამგვარად ქიმიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ [14].

პოლი არნოლდი 2012 წელს აირჩიეს ედინბურგის სამეფო საზოგადოების სტიპენდიანტად [15].

2017 წელს პოლი არნოლდი არჩეულ იქნა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცრად [16].

2018 წელს არნოლდს მიენიჭა ქიმიის სამეფო საზოგადოების სერ ჯეფრი უილკინსონის პრემია - ტრანსურანულ ორგანომეტალურ ქიმიაზე მუშაობისთვის და ის არის ჯერჯერობით ერთადერთი ქალი, რომელსაც გადაეცა აღნიშნული ჯილდო 1999 წლიდან, როდესაც ეს პრიზი დაწესდა. [17].

გარდა ამისა პროფესორ არნოლდს მიენიჭა შემდგომი სამეცნიერო ჯილდოები: ჰუმბოლდტის ფონდის, ედინბურგის კანცლერის უნივერსიტეტის პრემია, აგრეთვე ჰანს ფიშერის უფროსი სტიპენდია მიუნხენის მოწინავე ინსტიტუტიდან.

2018 წელს პოლ არნოლდი აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.chem.ed.ac.uk/staff/academic-staff/professor-polly-l-arnold-frs
  2. Chapman, Kit. (13 January 2020) Polly Arnold's diversity of interests en. ციტირების თარიღი: 2020-04-25
  3. Polly L. Arnold | College of Chemistry. ციტირების თარიღი: 2020-04-25
  4. 4.0 4.1 Professor Polly L Arnold. University of Edinburgh. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 3 December 2013
  5. 5.0 5.1 5.2 Polly Arnold - EPSRC website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-14. ციტირების თარიღი: 2021-02-17.
  6. თარგი:Google scholar id
  7. Arnold, Prof. Polly Louise, online Oxford University Press, Who's Who, A & C Black an imprint of Bloomsbury Publishing plc. 
  8. Polly Arnold's თარგი:ORCID
  9. თარგი:EuropePMC
  10. Arnold, Polly Louise (1997). Low valent and low co-ordinate complexes of transition metals and lanthanides. jisc.ac.uk (PhD thesis). University of Sussex. OCLC 53644787. თარგი:EThOS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2019. ციტირების თარიღი: 9 February 2019.
  11. Furno, Franck; Morley, Kelly S.; Wong, Ben; Sharp, Barry L.; Arnold, Polly L.; Howdle, Steven M.; Bayston, Roger; Brown, Paul D.; Winship, Peter D.; Reid, Helen J. (2004). „Silver nanoparticles and polymeric medical devices: a new approach to prevention of infection?“. Journal of Antimicrobial Chemotherapy. 54 (6): 1019–1024. doi:10.1093/jac/dkh478. ISSN 1460-2091. PMID 15537697. თარგი:Free access
  12. პოლი არნოლდი Twitter-ზე ვიკიმონაცემებში რედაქტირება
  13. Arnold, Polly. (2012)A Chemical Imbalance. RSE/University of Edinburgh. ციტირების თარიღი: 3 December 2013
  14. Corday-Morgan Prize 2012 Winner. ციტირების თარიღი: 2018-12-16
  15. „Professor Polly Louise Arnold OBE, FRSE“. rse.org.uk (ინგლისური). Royal Society of Edinburgh. ციტირების თარიღი: 2018-06-15.
  16. „No. 61962“. The London Gazette (Supplement): B10. 17 June 2017.
  17. RSC Sir Geoffrey Wilkinson Award 2018 Winner en. ციტირების თარიღი: 2018-05-13