პიტერ ბერენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიტერ ბერენსი
Peter Behrens by Rudolf Dührkoop - MKG.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 14 აპრილი 1868(1868-04-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ჰამბურგი[9]
გარდ. თარიღი 27 თებერვალი 1940(1940-02-27)[9] [10] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] (71 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი[9]
დასაფლავებულია ვილმერსდორფის სასაფლაო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა პოსტერების მხატვარი, არქიტექტორი, ტიპოგრაფი, მხატვარი, დიზაინერი, გრაფიკული დიზაინერი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
ალმა-მატერი სახვითი ხელოვნების ეროვნული უმაღლესი სკოლა, Academy of Fine Arts Karlsruhe[11] და დიუსელდორფის სამხატვრო აკადემია[11]
მნიშვნელოვანი პროექტები ედუარდ მიულერის კრემატორიუმი, Haus Wiegand, Mannesmann-Haus და AEG’s Turbine factory

პიტერ ბერენსი (გერმ. Peter Behrens დ. 14 აპრილი, 1868, ჰამბურგი — გ. 27 თებერვალი, 1940, ბერლინი) — გერმანელი არქიტექტორი, მხატვარი, გრაფიკოსი, ტიპოგრაფი და დიზაინერი. ბერენსის სახელოსნოში მუშაობდნენ ვალტერ გროპიუსი, მის ვან დერ როე, ლე კორბიუზიე და სხვები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ქრისტიანეუმის სკოლაში ჰამბურგში 1877 წლის სექტემბრიდან 1882 წლის აღდგომამდე. იგი ფერწერას სწავლობდა თავის მშობლიურ ჰამბურგში, ასევე დიუსელდორფსა და კარლსრუეში, 1886 წლიდან 1889 წლამდე. 1890 წელს ცოლად შეირთო ლილი კრამერი და გადავიდა მიუნხენში. უპირველეს ყოვლისა, ის მუშაობდა მხატვარად, ილუსტრატორად და წიგნის შემკვრელად. 1899 წელს ბერენსი მიიწვია გრაფმა ერნსტ ლუდვიგმა დარმშტადტში, მხატვართა კოლონიაში, სადაც ბერენსმა ააშენა საკუთარი სახლი და შიგნით ყველა ნივთის (ავეჯი, პირსახოცები, ფერწერა, კერამიკა და ა.შ.) დიზაინის ავტორიც თავად იყო. ამ სახლში ითვლება, რომ გადამწყვეტი მომენტი მის ცხოვრებაში იყო, როდესაც ის მხატვრული წრეების წევრი გახდა მიუნხენში და გადაიხარა იუგენდსტილისაკენ, რათა ეს ახალი სტილი აეთვისებინა.

იგი ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი დიზაინერი იყო (არქიტექტურული რეფორმების თვალსაზრისით). ჰქონდა აგურით, ფოლადითა და მინით ნაშენი საწარმოები და საოფისე შენობები. 1903 წელს ბერენსი აირჩიეს დიუსელდორფის Kunstgeverberschule-ს დირექტორად, სადაც განახორციელა წარმატებული რეფორმები. 1907 წელს, ბერენსის, ათი სხვა ადამიანის და თორმეტი კომპანიის მიერ შეიქმნა გერმანიის ვერკბუნდი. როგორც ორგანიზაცია, ის ყურადღებას ამახვილებდა ხელოვნებასა და არქიტექტურაზე. ვერკბუნდის წევრები დაკავებული იყვნენ გემოვნების საერთო დონის გაუმჯობესებით. ეს ძალიან პრაქტიკული ორგანიზაცია გახდა ძალიან გავლენიანი ძლიერ ორგანიზაციებს შორის (მრეწველებს, საჯარო პოლიტიკოსებს, დიზაინერებბს, ინვესტორებს, კრიტიკოსებსა და მეცნიერებს შორის). ბერენსის სამუშაოები იყო პირველი ფართომასშტაბიანი დემონსტრირება ვერკბუნდის ინიციატივების სიცოცხლისუნარიანობისა.

1907 წელს, AEG-em (Allgemeine Elektrizitäts-Gesellschaft) შეინარჩუნა ბერენსი როგორც მხატვრული კონსულტანტი. ის მუშაობდა კორპორატიულ ნიშნებზე - ლოგოტიპზე, პროდუქტის დიზაინზე ა.შ. იგი ითვლება პირველ ინდუსტრიულ დიზაინერად ისტორიაში. ბერენსი ასოცირდება ჰიტლერის სახელთან, რადგან იგი ადრევე გახდა ნაცისტური პარტიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Peter Behrens
  2. 2.0 2.1 Peter Behrens — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 StructuraeRatingen: 1998.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. 8.0 8.1 Grove Art Online, Grove Dictionary of Art Online / J. TurnerOUP, 1998.
  9. 9.0 9.1 9.2 Беренс Петер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  11. 11.0 11.1 http://www.architektenlexikon.at/de/34.htm