იუგენდსტილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შტაინჰოფის ეკლესია ვენაში.
სახლი კარლსბადში.
ვილა ლიმენაუში.

იუგენდსტილი (გერმ. Jugendstil - ახალგაზრდული სტილი) — არქიტექტურული ან დეკორატიული ხელოვნების სტილი, არტ-ნუვოს (მოდერნი) მსგავსი, პოპულარული ევროპის გერმანულენოვან რეგიონებში გვიან XIX და ადრეულ XX საუკუნეებში. ეს მიმდინარეობა ასევე პოპულარული გახდა სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც ის ეროვნული რომანტიკული სტილის ნაწილი გახდა.

იუგენდსტილის განვითარების მთავარი ცენტრი მიუნხენი იყო. ეს სტილი სწრაფად გახდა პოპულარული და წარმოების ფართო სპექტრი მოიცვა, მათ შორის იყო სამომხმარებლო საქონელი, ავეჯი და არქიტექტურა. ის შთაგონების წყარო გახდა ხელოვანთათვის, რომლებიც ექსპრესიულ შარჟებსა და კარიკატურებს ქმნიდნენ მთელს ევროპაში. მიმდინარეობის წამყვანი თეორეტიკოსი ბელგიელი ჰენრი ვან დე ველდე გახდა, რომელმაც თავის მხრივ გავლენა იქონია პეტერ ბეჰრენსზე, ჰერმან ობრისტზე და რიჩარდ რიმერსმიდზე.

ვენაში დაახლოებით 1900 წელს ვენის სეცესიის წევრებმა განსხვავებული სტილი შეიმუშავებს.1903 წელს იოზეფ ჰოფგინამ და კოლომან მოზერმა დააფუძნეს ისტორიული ვერკშტეტე და გამორჩეული სტილის ნაკეთობები შექმნეს, რომელსაც ვენური ვერკშტეტეს სტილი შეარქვეს.

ტერმინი იუგენსტილი 1896 წელს გაჩნდა, როდესაც ის პირველად გეორგ ჰირთის დაფუძნებულმა მოდურმა კულტურულმა ყოველკვირეულმა "იუგენდ" გამოაქვეყნა. ეს ტერმინი სპეციფიურად გერმანელი მხატვრების მიერ შექმნილი გრაფიკული დიზაინის ნამუშევრების აღწერისას გამოიყენებოდა. გერმანული ტრადიციული ოფსეტის ტრადიციაზე დაყრდნობით, ეს სტილი ზუსტ და მახვილ კუთხეებს იყენებდა, ელემენტი, რომელიც უცხო იყო იმ დროის ნატურალისტური სტილისთვის. ერთი ყველაზე თვალშისაცემი თვისება, რომელიც იუგენსტილს გამოარჩევს, არის ამ ნამუშევრებში გამოყენებული ტიპოგრაფია. ტიპიურად გამოყენებული ასოებისა და სურათების კომბინაცია განუმეორებელია. ამგვარი კომბინაცია გამოიყენებოდა რომანების, რეკლამებისა და საგამოფენო პლაკატების გაფორმებისას. დიზაინერები ხშირად უნიკალურ შრიფტებს იყენებდნენ, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა სურათებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]